როგორ უნდა გადავრგათ ოთახის მცენარეები - წესები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ოთახის მცენარაეების გადასარგავად იდეალური დროა გაზაფხული. ზაფხულის სიცხეში ამის გაკეთებას არ გირჩევთ. 

როდესაც შესაფერისი დრო დადგება, პირველ რიგში საბოლოოდ დარწმუნდით, სჭირდება თუ არა მცენარეს გადარგვა.

თუ არც ისეთი გამოცდილი ფლორისტი ბრძანდებით, რომ მცენარეების ენა გესმით, ეცადეთ ეს გაარკვიოთ იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურება მცენარე:
ქოთანი პატარა ხომ არ არის - ანუ სიმწვანე იმდენად ბევრია, რომ ნიადაგი არ ჩანს.

დრენაჟის ხვრელიდან ფესვები მოჩანს.

უკიდურესად რთულია მდგომ
არეობა, თუ მცენარეს ფესვებიც უჩანს, იმდენად გაზრდილია სიმაღლეში და დაპატარავებული აქვს ქოთანი.

მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად ანოყივრებთ ნიადაგს, მცენარე არ იზრდება სიმაღლეში.

მცენარე უკვე რამდენიმე წელია ერთი და იგივე ქოთანშია.

გადარგვა საჭიროა ასევე იმ შემთხვევაში, თუ გინდათ, რომ მცენარე საგრძნობლად გაიზარდოს. 

მინი-ტესტი იმისთვის, რომ ზუსტად გავარკვიოთ, სჭირდება თუ არა მცენარეს გადარგვა

აკურატულად ამოიღეთ ქოთნიდან მიწა ყვავილთან ერთად. საამისოდ ნიადაგი მშრალი უნდა იყოს. გადმოაბრუნეთ ქოთანი ძალიან ფრთხილად ისე, რომ მცენარე ნიადაგთან გეჭიროთ. დაიდეთ ხელის გულზე. თუ ფესვები მთლიანად არის გაშლილი ისე, რომ მიწა არც კი ჩანს, მაშინ მცენარე აუცილებლად უნდა გადაირგას. თუ არა, დააბრუნეთ მცენარე ქოთანში. ეს მინი ტესტი მცენარეს არაფერს დაუზიანებს.

ახალი თიხის ქოთანი მთელი ღამით დაასველეთ წყალში, ძველი კი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, კედლებიდან მიწა ჯაგრისით მოაშორეთ
დაახშეთ სადრენაჟე არხი სამშენებლო აგურის ნატეხით, ან ძველი თიხის ქოთნის ნატეხით.

ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან ისე, რომ ქოთანი გადმობრუნებული გქონდეთ. საჭოიროების შემთხვევაში კედლებზე მიმაგრებული ფესვების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დანა. თუ ნახეთ, რომ ფესვი დაზიანებულია ან ლპობაა დაწყებული, დაზიანებული ნაწილი მაკრატლით ფრთხილად მოაჭერით.

ახალი ქოთნის ძირში დაყარეთ ახალი მიწა თხელ ფენად და შემდეგ მასზე მოათავსეთ მცენარე. გაათანაბრეთ მიწა ქოთანში ისე, რომ ის მცენარის ღეროს უსწორდებოდეს. იმისათვის, რომ მიწა დაჯდეს, შეგიძლიათ ქოთანი ფრთხილად შეანჯღრიოთ ან, თუ საჭიროა, მიწა დაამატოთ.
მოათავსეთ ქოთანი ლამბაქზე ან თეფშზე და უხვად მორწყით.

თუ ქოთანი დიდია და მცენარე თავს თავისუფლად გრძნობს, მას გადარგვა არ სჭირდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ მცენარეს სჭირდება წელიწადში ერთხელ მიწის ახალი ფენა მაინც. დაახლოებით 2 ამ 5 სმ მიწას აკურატულად იღებენ ქოთნიდან მის ნაცვლად ყრიან ახალს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები