მცენარეები, რომელიც კოღოებს დაგიფრთხობთ


ზაფხულს ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება. ვერაფერს იტყვი, ბუნება, მცენარეები და სამწუხაროდ, კოღოებიც.
სანამ რადიკალურ ზომებს მიმართავთ სცადეთ, იქნებ ბუნებრივმა საშუალებებმა შედეგი გამოიღოს და ცხოვრება შეგიმსუბუქოთ.

1. ლავანდა


ლავანდა ცნობილია ადამიანებში დამამშიდებელი ეფექტითა და სასიამოვნო სურნელით, თუმცა კოღოები თურმე ვერ იტანენ. მცენარე თავს შესანიშნავად გრძნობს როგორც ბაღში, მზის გულზე, ისე ფანჯრის რაფაზე.

2. პიტნა


პიტნა ბევრი დიასახლისის საყვარელი მცენარეა, ბევრ ჩვენგანს უყვარს პიტნის ჩაი, ვიყენებთ სამზარეულოში სხვადასხვა კერძებისთვის, თუმცა მას კოღოების დაფრთხობაც შეუძლია, როგორც ნედლს, ისე გამხმარს. პიტნა შეგიძლიათ იქონიოთ, რა
თქმა უნდა, ეზოში და ასევე ქოთანში.

3. მელისა


მელისას და პიტნას ბევრი ადამიანი ურევს ერთმანეთში, თუმცა ეს ორი განსხვავებული მცენარეა. პიტნისგან განსხვავებით, მელისას ნაზი ლიმონის არომატი დაკრავს. ის ძალიან ეფექტურია კოღოების წინააღმდეგ ბრძოლაში.

4. ციტრონელა


ეს მცენარე მწერებთან ბრძოლაში მოწინავე პოზიციებს იკავებს. ციტრონელა ძალიან უპრეტენზიო მცენარეა და ძალიან ადვილად ხარობს როგორც ეზოში, ისე ფანჯრს რაფაზე.

5. მარიგოლდი


აბსოლუტურად უპრეტზიო მცენარეა, რომელიც თითქმის ყველა პირობას უძლეს და ძალიან კარგად გრძნობს თავს გარეთაც და სახლშიც. ის ძალიან ეფექტურად აფრთხობს ჩვენთვის ასე შემაწუხებელ კოღოებს. 

6. ბაზილიკი



გარდა იმისა, რომ ბაზილიკი, იგივე რეჰანი, აქტიურად გამოიყენება კულინარიაში, ის ძალიან ეფექტურად აფრთხობს კოღოებსაც.

7. პირეტრუმი


ამ მცენარესაც ძალიან ხშირად იყენებენ მწერების ნეიტრალიზაციისთვის. კოღოებს არ მოსწონთ ამ ყვავილის საკმაოდ მძაფრი სუნი და ცდილობენ მისგან თავის შორს დაიჭირონ.

8. კატა პიტნა


მელისას მსგავსი, ასევე ძალიან უპრეტენზიო მცენარე, რომელიც ეფქტურად ებრძვის მწერებს, მათ შორის კოღოებს.

9. ქრიზანთემა


ქრიზანთემა, ისევე როგორც პირეტრუმი, შეიცავს პერიტრინს, რომელიც აფრთხობს კოღოებს.

10. გერანია



ამ მცენარეს აქვს ძალიან ინტენსიური სუნი, რომელსაც ვერ იტანენ კოღოები და ბუზები. სხვათ შორის, ზოგჯერ ადამიანებიც კი მგრძნობიარეები არიან მის მიმართ, ამიტომ გირჩევთ ეს ყვავილი იქონიოთ ეზოში და აივანზე, სახლში, ფანჯრის რაფაზე მის დაბინავებას მოერიდეთ.

კომენტარის დამატება