ოთახის 9 მცენარე, რომელიც სიბნელეშიც მშვენივრად ხარობს

სულაც არ არის აუცილებელი ამ მცენარეებს ადგილი ფანჯრის რაფაზე მიუჩინოთ, რადგან ისინი თავს სიბნელეშიც შესანიშნავად გრძნობენ.


კალათეა

ამ ულამაზეს მცენარეს შეუძლია დაამშვენოს ნებისმიერი გარემო, თუმცა მზის სხივებმა შესაძლოა მისი ფერადი ფოთლები დააზიანოს.

დიფენბახია

ეცადეთ დიფენბახიას ყოველთვის მოუჩრდილოთ, თუნდაც ფარდით და განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე, როდესაც ახალი, ნაზი ფოთლები გამოსდის.

დრაცენა


ამ უნაზეს და ულამაზეს ფოთლებს მზის ოდნავი სინათლეც ყოფნის იმისთვის, რომ თავი შესანიშნავად იგრძნოს.

ქლოროფიტუმი


ეს საკმაოდ პოპულარული, თითქმის ნებისმიერ გარემო-პირობებთან ადვილად ადაპტირებადი მცენარე თავს თითქმის ყველგან კარგად გრძნობს და
სიბნელეში, რომელიმე შორეულ კუთხეშიც მოგანიჭებთ ესთეტიურ სიამოვნებას.

ფილოდენდრონი

მას გულის ყვავილსაც უწოდებენ ფოთლების ფორმის გამო. მშვენივრად გრძნობს თავს და ვითარდება ყველაზე ბნელ ოთახშიც კი.

ბრომელია


ამ ჩამონათვალში ტროპიკული მცენარის აღმოჩენა ალაბთ გაგაკვირვებთ. დიახ, მას არ სჭირდება მზის კაშკაშა სინათლე იმისთვის, რომ გაიზარდოს და განვითარდეს, საამისოდ მისთვის ტენია აუცილებელი. გაინტერესებთ ყველაზე კარგად სად იგრძნობს თავს? არც მეტი, არც ნაკლები - აბაზანაში.

სპატიფილუმი

გავიწყდებთ ყვავილები მორწყვა? მაშინ სპატიფილუმი სათქვენო მცენარე ყოფილა, რომელიც ნამდვილად არ გაგინაწყენდებათ. კვირაში ერთხელ ზედაპირული მორწყვა მისთვის აბსოლუტურად საკმარისია. არც განათების მოყვარულია. ასე რომ, თავად განსაჯეთ, გჭირდებთ თუ არა იგი.

აგლაონემა

ეს ერთ-ერთი ყველაზე ამტანი მცენარე იდეალური ვარიანტია დამწყები მებაღეებისთვის. შესანიშნავად გრძნობს თავს სიბნელეში და სასუქი წელიწადში ორჯერ თუ დასჭირდება.

სანსევიერია

ეს სუკულენტი ძალიან ადვილი მოსავლელია. მზის შუქზე ინტენსიურად იზრდება, თუმცა არც მის გარეშე გრძნობს თავს ცუდად. მასთან მიმართებაში მთავარია წყალი არ მოგივიდეთ მეტი და ლპობის პროცესი არ დაიწყოს.

ასპიდისტრა

ეს მცენარე მდგრადია არა მარტო სიბნელის, არამედ სიცხისა და სიცივის მიმართაც. უბრალოდ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რადგან ძალიან ნელა იზრდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები