ყველაზე ადვილად მოსავლელი მოყვავილე ოთახის მცენარეები

ზარმაცი ხართ, მაგრამ ძალიან გინდათ სახლში ფანჯრის რაფაზე ლამაზად მოყვავილე მცენარეები, შემოგთავაზებთ იმ მცენარეების ჩამონათვალს, რომლებიც მარტივად ყვავიან და განსაკუთრეულ მოვლას არ საჭიროებენ.

1. დეკემბერა

დეკემბერა წარმოშობით ბრაზილიიდან არის, ის ჩვენთან საახალწლოდ ყვავის ხოლმე, თუმცა ამ დროს ბრაზილიაში კალენდარული ზაფხულია. ერთადერთი, რასაც ეს მცენარე პატრონისაგნ მოითხოვს, მორწყვაა. ის ძალიან უპრეტენზიოა და თითქმის ნებისმიერ ადგილას თავს მშვენივრად გრძნობს.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ყვავილობის დროს მის შეწუხებას, გადაადგილებას არ გირჩევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიწყენს და შეწყვეტს ყვავილობას.

2. ციკლამენი

ციკლამენი ზამთრის ყვავილია,
სწორედ ამ დრო ყვავილობს. მოსწონს გაფანტული დის შუქი და არ უყვარს ჭარბად მორწყვა. არის საკმაოდ უპრეტენზიო მცენრე.

3. ბალზამინი

ეს ყვავილი იმდენად ადვილი მოსავლელია და იმდენად მარტივად ყვავის, რომ ნებისმიერი ადამიანი მოახერხებს მის მოვლას და აყვავილებას.

4. სპატიფილუმი

გაუნათებელ გარემოშიც კი შეუძლია ყვავილობა ამ ულამაზეს მცენარეს. მართალია, უმჯობესია სათანდო განათება ჰქონდეს, თუმცა იმდენად უპრეტენზიოა, რომ ამის პრობლემაც კი არ აქვს.

5. ანთურიუმი

მშვენიერი ანთურიუმი მთელი წელი ყვავის. ერთადერთი, მას არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები, შესაძლოა ფოთლები დაეწვას, სხვა მხრივ საკმაოდ ადვილი მოსავლელია.

6. გუზმანია

ეს ტროპიკული მცენარე ოთახში თავს შესანიშნავად გრძნობს. არ ითხოვს მზეს, თუმცა მადლობელი იქნება, თუ მორწყვას არ დააკლებთ.

7. ჰიპეასტრუმი

ეს ლამაზი მცენარე, ჰოპეასტრუმი, იგივე ამარილისი, როგორც წესი, უკვე გაყვავილებული იყიდება ხოლმე, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მისი გახარება თავადაც შეგიძლიათ. ეს მცენარე თავის დეკორატიულ იერს თითქმის სამი თვის განმავლობაში ინარჩუნებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები