ოთახის 6 მცენარე, რომლებიც ყველაზე მეტად უხდება ინტერიერს და პოპულარულია დიზაინერებში

ყველაზე მოდურ მცენარეთა ჩამონათვალში პალმა ლიდერობს. ის ძალიან უხდება თანამედროვე დიზაინს, არტ დეკოს, ნეოკლასიკას, ეკლექტიკას, სოფთმინიმალიზმს. ასევე თავისი ადგილია უკავია ფიკუსს.

1. ფინიკის პალმა

გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ეფექტურად გამოიყურება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა, დაბალ მცენარეებთან ტანდემშიც.

2. ჰოვეა

ესეც პალმა გახლვთ, თუმცა უფრო დიდფოთლებიანი. ძალიან ლამაზი და შეიძლება ითქვას, ქალურიც კი არის. ის ნებისმიერ ინტერიერს ძალიან კარგად ერგება.

3. ქამედორეა

ეს საუცხოო მცენარეა. ძალიან ჰგავს ჰოვეას, თუმცა მაინც განსხვავდება ფოთლების ზომითა და ფორმით.

4. ლეღვი

ამ მცენ
არის გახარება სახლშიც არის შესაძლებელი. მოსავალს ვერ შეგპირდებით, თუმცა დეკორატიული თვალსაზრისით მართლაც ულამაზესია.

5. ფიკუსი

ნებისმიერი სახის ფიკუსი, მსხვილფოთლებიანი თუ წვრილფოთლებიანი, ყოველთვის აქტუალური იყო ინტერიერის დიზაინში. აქტუალობას არც ახლა კარგავენ. ამ აქვს თავისი ნეიტრალური სტილი და ნებისმიერ ინტერიერს უხდება, კლასიკიდან ქანთრიმდე.

6. ბამბუკი

მშვენიერი დეკორატიული მცენარეა ლაკონური ინტერიერისათვის. განსაკუთრებით საინტერესო კომპოზიციის გაკეთებაა შესაძლებელი აბაზანაში.

კომენტარის დამატება