რომელი ქოთნის ყვავილები უხდება ერთმანეთს და როგორ შევქმნათ ლამაზი კომპოზიცია ოთახის მცენარეებით

ქოთნის ყვავილები ლამაზი რომ არის და სახლს სიცოცხლით ავსებს, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა არსებობს ყვავილთა წყვილი, რომლებიც ბევრად ეფექტურად გამოიყურებიან ერთად, ვიდრე ცალკე.

მონსტერა და ანთურიუმი

ძალიან კარი ვარიანტია მისაღები ოთახისთვის. როგორც წესი, ათავსებენ დივანთან ან კარადასთან ახლოს. კომპაქტურ ვარიანტს კი პატარა თარო ან ჟურნალის მაგიდაც კარგად ერგება. ამ ორივე მცენარეს ძალიან უყვარს მზის სინათლე და ამიტომ უმჯობესია ადგილი ფანჯარასთან ახლოს შეურჩიოთ.


ბეგონია და სცინდაპსუსი

კიდევ ერთი საინტერესო შეხ
ამება ინტერიერისთვის ბეგონიასა და სცინდაპსუსის წყვილია, რომელიც თავისუფლად შეიძლება იქცეს ინტერიერის აქცენტად. ამ მცენარეებს ნახევრად ჩრდილი უვრათ, ამიტომ ფანჯარასთან ახლოს ნუ მოათავსებთ.


სპილოს ყური და მონსტერა


სპილოს ყური, იგივე კოლოკაზია შეანიშნავად ერწყმის მონსტერას. ეს ორი კონტრასტული მცენარე საინტერესო ტანდემს ქმნის. სპილოს ყურს ძალიან უყვარს სინათლე, ის ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ფანჯარას ნუ მოაშორებთ. მონსტერას კი უფრო ჩრდილი მოსწონს, ამიტომ პრიორიტეტები ისე გადაანაწილეთ, რომ არც ერთი არ დაიჩაგროს.

ზამიოკულკასი და სტეფანია


იმისათვის, რომ ორმა მცენარემ ჰარმონიულად შეავსოს ერთმანეთი, სცადეთ და ერთად განათავსეთ ზამიოკლუკასი და სტეფანია. გაითვალისწინეთ, რომ ორივე მცენარე თავს კარგად იგრძნობს პატარა ქოთანში.

სტრომანტა და აგლაონემა

ეს ორი ყვავილი ერთად ძალიან ეფექტრად გამოიყურება.
ძალიან უხდება ვარდისფერი. ორივე მცენარეს სჭირდება გაფანტული სინათლე, რეგულარული მორწყვა და დატენიანება.

კომენტარის დამატება