12 იდეალური ოთახის მცენარე ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით

ოთახის მცენარის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შერჩევა საკმაოდ სახალისო და არც ისე სერიოზული ამოცანაა. თუ მცენარეების კოლექცია გაქვთ და აღარ იცით, რომელიც შეიძინოთ, შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ ჰოროსკოპს, ზოგადად კი გირჩევთ, მაინც საკუთარი გემოვნების მიხედვით იხელმძღვანელოთ და ის მცენარე შეიძინოთ, რომელიც ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებთ.

ვერძი - აზალია

კაშკაშა და ბუთქუნა ყვავილი სწორედ ის არის, რაც შეუპოვარ ვერძს სჭირდება. ასეთი კი აზალიაა.

კურო - ია

მიუხედავად კუროს პრაქტიკულობისა და სიდინჯისა, ძალიან პრიმიტიული ყვავილები მათთვის შესაფერისი ნამდვილად არ არის. იდეალური ვარიანტია პატარა ზომის, თუმცა
ეფექტური ყვავილი, ისეთი, როგორიც მაგალითად არის ია.

ტყუპები - ქლოროფიტუმი

ტყუპების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ღრუბლებში ფრენა და ყოველდღიურობაში არათანმიმდევრულობაა. ამ ნიშანს ისეთი მცენარე მოუხდება, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ასეთია მაგალითად ქლოროფიტუმი. ლამაზია, არ არის რთული მოსავლელი და წმენდს არა მარტო ჰაერს, არამედ პატრონის აურასაც.

კირჩხიბი - ალოე

კირჩხიბს ძალიან უყვარს საკუთარ ოჯახზე მზრუნველობა და წესრიგის დამყარება. მას სჭირდება მცენარე, რომელიც ლამაზად გამოიყურება და ამავდროულად აქვს სამკურნალო თვისებებიც, ასეთი მცენარე კი არის ალოე.

ლომი - კამელია

ლომს ძალიან მოსწონს ოთახის მცენარეები და ლამაზი ნივთები. ყვავილები უნდა იყოს კაშკაშა და ანიჭებდეს ესთეტიურ სიამოვნებას. ასეთი მცენარე არის მაგალითად, კამელია. ეს ის ყვავილია, რომელიც ცეცხლოვან ლომს სჭირდება.

ქალწული - მონსტერა


ქალწულს უყვარს სიმყუდროვე და პრაქტიკულობა. მის მცენარეს სარგებელიც უნდა მოჰქონდეს და ლამაზიც უნდა იყოს. ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ მონსტერა, მთავარია, სახლში მისი ადგილი მოიძებნოს.

სასწორი - ჰორტენზია

ყველას უყვარს ლამაზი ყვავილები, კაშკაშა ფერები და სასიამოვნო სურნელი, ყველა ეს თვისება ერთად არის ჰორტენზიაში. ჰორტენზია ის მცენარეა, რომელიც ძალიან უხდება ისეთ არასტაბილურ პიროვნებას, როგორიც არის სასწორი, რომელსაც ძალიან უყვარს წესრიგი და სილამაზე სახლში.

მორიელი - კაქტუსი

მორიელი მცენარე რომ ყოფილიყო, სწორედ კაქტუსი იქნებოდა. კაქტუსი ყველაზე კარგად ასახავს ზოდიაქოს ამ ნიშნის რთულ და თავისებურ ხასიათს. ის, რომ კაქტუსი ადვილი მოსავლელია, შეიძლება მორიელების ბონუსად ჩაითვალოს.

მშვილდოსანი - ბონსაი

მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიაა, ამ ნიშანს ძალიან უყვარს მოგზაურობა და ყველაფერი უჩვეულო. მათ ყველაზე მეტად ეგზოტიკური მცენარეები უხდებათ, მაგალითად, როგორიც არის ბონსაი.

თხის რქა - ცოცხალი ქვები

თხის რქისთვის მთავარი სტაბილურობაა. მათ უხდებათ მცენარეები, რომელიც იზრდება ნელა, თუმცა სტაბილურად. ამ მშვიდ ნატურას სწრაფი ნახტომები არ უყვარს. მათთვის საუკეთესო არჩევანი სეკულენტებია. სეკულენტებს არ სჭირდება ბევრი მოვლა და იშვიათად ავადმყოფობენ.

მერწყული - მარანტა

მერწყულს ყველაფერი ეგზოტიკური უყვარს, უჩვეულო, ისეთი, რაც ყველას არ აქვს. ეს მცენარეებსაც ეხება. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მარანტა.

თევზები - ორქიდეა

თევზებს, როგორც წესი, ოჯახში ბევრი მცენარე აქვთ, მათ უყვართ ყვავილების მოვლა. მათ ძალიან მოუხდებათ ორქიდეა.

კომენტარები

ნანა 2023-03-03 15:50
,,ჰორტენზია". ეგ თუ ჰორტენზიაა,მე კოსმონავტი!
ეჰ 2023-02-20 01:14
ბონსაი კონკრეტული ჯიშის მცენარე არაა...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები