რომელ მცენარეებს მოაქვთ სახლში დადებითი ენერგეტიკა და ჰარმონია - ფენ შუის წესები


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მწვანე ფერი დადებითი ენერგიის და მუხტის მატარებელია. ამიტომ  შინ ყველას უნდა ჰქონდეს ყვავილები, რომლებიც სახლს სუფთა ჰაერით და დადებითი ენერგიით აავსებენ. თუმცა, დადებითი შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, რომელ მცენარეს შეარჩევთ.
ფენ შუის მიხედვით, სახლის ყველა მცენარეს გარკვეული ენერგია აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ასევე არსებობს მამრობითი ენერგია - ინ და ქალური ენერგია - იან. რომელი სჯობს იდეალური, სუფთა და დადებითი ენერგიის მატარებალი გარემოს შესაქმნელად?
თითოეული მცენარე კონკრეტული სტიქიის მატარებელია. სწორად შერჩეული მცენარით ბინის მეპატრონე გარემოს, ინტერიერს სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს. არსებობს
დადებითი ენერგეტიკის მატარებელი სახლის მცენარეების გარკვეული ჩამონათვალი:

დრაცენა


ეს მცენარე მამაკაცური საწყისის გამოვლინებაა. ის აერთიანებს წარმატებას, უდრეკ სულსა და ნებისყოფას. დრაცენა მის პატრონს ხანგრძლიავ სიცოცხლეს, კარიერულ წარმატებას, ჯანმრთელობასა და სიმდიდრეს პირდება.

აზალია 

სიკეთის განსახიერებაა. მისი დადებითი ენერგეტიკა გავლენას ახდენს ოჯახის კეთილდღეობაზე. მცენარის ენერგია იცავს მეუღლეებს კონფლიქტებისა და მისი რთული შედეგებისგან, აღვივებს ურთიერთგაგებას და ჰარმონიას.

ფიკუსი

ამ ამცენარეს ნებისმიერი აგრესიის განეიტრალება შეუძლია. მოაქვს კეთილდღეობა ოჯახურ ურთიერთობებში, თუმცა სანაცვლოდ სათანადო ზრუნვას მოითხოვს. თუ ფიკუსი ქორწინების ზონაშია მოთავსებული, მან შესაძლოა ოჯახში გაუგებრობა გამოიწვიოს.

ორქიდეა

სრულყოფილების და ჰარმონიის სიმბოლოა. უფრო მეტიც, მას სიყვარულისა და რომანტიკის სახედაც მიიჩნევენ. ძალიან ხშირად გოგონებს ორქიდეას ძლიერი გრძნობებისა და წმინდა ზრახვების ნიშნად ჩუქნიან.

კაქტუსი


მიუხდავად ეკლებისა,, ითვლება, რომ ეს მცენარე აგრესიას და ბრაზს ანეიტრალებს. კაქტუსი სრულყოფილების სიმბოლოა. სიმდიდრის ზონაში განთავსებული კაქტუსი ოჯახს კეთილდღეობასა და კარიერულ წარმატებას უქადის. 

ბამბუკი


ეს გახლავთ მცენარე, როელსაც შეუძლია შთანთქოს ყოველგვარი ნეგატივი და იგი დადებით ენერგიად გარდაქმნას. ბამბუკის განთავსება რეკომენდებულია ოთახის კუთხეში ლამაზი ქოთნით.

ციტრუსის ხე


მას ოჯახში ბედნიერება შემოაქვს. ის ოჯახის წარმატებისა და აყვავების სიმბოლოდ მიიჩნევა.

ასევე ბოლო დროს სულ უფრო მოთხოვნადი ხდება სუკულენტები. მართალია, ისინი თავდაპირველად ცხელ პირობებში იზრდებიან, თუმცა მოგვიანებით გრილ და წვიმიან კლიმატთანაც მარტივად ადაპტირდებიან. მოვლის სიმარტივის წყალობით, სუკულენტებმა დიდი აუდიტორიის სიყვარული მოიპოვეს. ფენ შუის ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ ეს მცენარეები ადამიანის ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნავენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები