10 შეცდომა, რომელსაც რემონტის დროს ფერების არჩევაში უშვებთ

რემონტის დროს ძალიან ბევრს ვფიქრობთ, რათა უზარმაზარ არჩევანში სწორი ვარიანტი ავირჩიოთ. ფერების შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პროფესიონალი დიზაინერები და დეკორატორები ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებს გვიზიარებენ, რათა ბინაში ლამაზი ინტერიერი შექმნათ.

პირველი შეცდომა: თეთრი ჭერი
ბინის ჭერი ყველაზე ფართე ზედაპირია და ყველაზე დიდ გავლენას ინტერიერზე. თეთრი ჭერი სიღარიბის შედეგად შეიქმნა - ყველაზე იაფფასიანი იყო.
თუმცა, თეთრ ფერს ნაცრისფერიც დაჰკრავს და ვიზუალურად ადაბლებს ჭერს. ჭერისთვის შეარჩიეთ კრემისფერი და შეღებვაც პროფესიონალებს ანდეთ, რათა ზედაპირი ისეალურად შეიღებოს.

მეორე შეცდომა: ფერის დამთხვევა
ნუ შეარჩევთ კედლის ფერს ავეჯის ფერის მიხედვით.

ეს დიდი შეცდომაა. ოთახი მოსაწყენი გახდება და ვიზუალურადაც დაპატარავდება. კედლის ფერი ავეჯის კონსტრასტული უნდა იყოს: თუ ავეჯი კრემისფერ და პასტელის ფერებში გაქვთ , მუქი კედელი ჯობია, თუ მუქი ფერის ავეჯი გიდგათ, ღია ფერის კედელი შეარჩიეთ.

 


მესამე შეცდომა: ყველაფერი ნათელ ფერში
ერთი კვირის შემდეგ უკვე შეგძულდებათ ფითქინა ბინა. უმჯობესია, ოთახში მკვეთრი ფერის აქცენტები გამოიყენოთ. ამასთანავე, ასეთი გადაწყვეტილება უფრო მდიდრულად გამოიყურება. ეს შეიძლება იყოს თაღი, კოლონა, კარი.

 

 

მეოთხე შეცდომა: ყველაფერი ნეიტრალური
მეორე უკიდურესობა - ყველა ფერის გამოყენება. აირჩიეთ ერთი ძირითადი და რამდენიმე მკვეთრი აქცენტი.

მეხუთე შეცდომა: ოთახის ფერების შეცვლა სქემის მიხედვით
ჰაი-ტეკი სააბაზანო, ჰიპი საძინებელი, ნეიტალური მისაღები და მულტფილმური საბავშვო ოთახი. ასეთ ბინაში ცხოვრება გაგიჭირდებათ. რემონტი ისე დაგეგმეთ, რომ ბინაში ერთიანი სტილი შეიქმნას.

მეექვსე შეცდომა: ყველაფრის ერთ ფერში შეღებვა
ისევ უკიდურესობა. არ ღირს ყველა ოთახის ერთ ფერში შეღებვა. უმჯობესია ერთი ფერის კედელი მეორეზე თბილ ფერში შეღებოთ. ერთი ფერის ინტერიერი მოსაწყენია.

მეშვიდე შეცდომა: მნიშვნელოვანია ფაქტურა
კედლის ფაქტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეცადეთ, კედელი საავადმყოფოს ან სკოლის სწორზედაპირიან კედლებს არ დაამსგავსოთ და ცოტათი ფაქტურული იყოს, მაგალითად გამოიყენეთ "დამსხვრეული კვერცხის ნაჭუჭი".

 

 

 

მერვე შეცდომა: ფერის შერჩევა
რაც უფრო უბრალო და არაღრმა ფერს აირჩევთ, კედლის შესაღებად, მით უფრო ადვილად დაემსგავსება თქვენი ოთახი ტრანსფორმატორის ჯიხურის გარშემო არსებულ გალავანს.

მეცხრე შეცდომა: ილუსტრაციებისა და დეტალების სიმრავლე
საბავშვო ოთახისთვის თუ დალმატინელების გამოსახულებიანი შპალერი მაღაზიაში მოგეწონათ, ეს არ ნიშნავს, რომ ის კედელზეც მოგეწონებათ. იგი მონოტონურ ორნამენტად გადაიქცევა. უმჯობესია, კედელზე არაწვრილნახატიანი (აბსტრაქტული ორნამენტი) შპალერი გააკრათ, წვრილნახატიანი კი ვიწრო ლენტად დაუტოვოთ ბორდიურზე.

მეათე შეცდომა: სად გააკეთოთ ბორდიური
პირველი წესი: რაც უფრო მაღლა გაუშვებთ ჰორიზონტალურ ხაზს, მით ნაკლებად ჩამოიწევს ჭერი. თავად კი ჯუჯად არ იგრძნობთ თავს. ბორდიურს ისე ნუ გააკეთებთ, რომ ოთახში ყოველი შესვლისას, მოგეჩვენოთ, თითქოს ყვინთავთ.

"მთელი ცხოვრება მეყოფა იმისათვის, რომ აღარასდროს მომინდეს სახლის გარემონტება..."

ოთახის ვიზუალურად გადიდების დიზაინერული ხერხები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები