"ბინის დიზაინი ჩემია" - უცხოეთში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორის თბილისური ბინა

ლევან ბაშარული წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 2015 წელს გერმანიაში წლის საუკეთესო კომპოზიტორი გახდა. ცოტა ხნის წინ მან თბილისური ბინის რემონტი დაამთავრა, სოციალურ ქსელში არსებული რემონტის ჯგუფის წევრების რჩევების დახმარებით. სწორედ ამ ჯგუფში განათავსა ბინის ფოტოები და მადლობაც გადაუხადა ყველას დახმარებისთვის:

"დასრულდა 6-თვიანი მუშაობა. არც ვიცი ამ ჯგუფის გარეშე როგორ მივაგნებდი ამა თუ იმ საგნებს და თუ ვიპოვიდი იმ ადამიანებს რომლებმაც ძალა და ენერგია არ დაიშურეს რომ ასეთი გამოსულიყო ეს ყველაფერი..
რადგან მე საქართველოში არ ვცხოვრობ, ყველა ხელოსანი "ვაიბერით" მაყენებდა
საქმის კურსში. ავეჯი დამზადებულია ყველაფერი შეკვეთით, საქართველოში!
კმაყოფილი ვარ საბოლოო შედეგით თუმცა იყო რაღაც ხარვეზები მუშაობის პროცესში და აქედან გამომდინარე რეკომენდაცია ში ვერ მოხვდა..
ბინის დიზაინი ჩემია (მოყვარულის დონეზე).
მადლობა ყოველ თქვენგანს დაუზარელი რჩევებისთვის.
მადლობა მამაჩემს, რომელმაც ბევრი რამე თვითონვე შეისწავლა და გააკეთა და მთელ ამ პერიოდში დაუზარლად იყო ჩართული პროცესში!!!"





კომენტარები

თბილისელი 2018-01-03 21:49
კარგია მინიმალიზმი და მოდერნი,მაგრამ ფრანგულ სტილს ვერცერთი სტილი ვერ ვერ შეედრება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები