საწოლი ნიშაში - მცირე ფართობში საძინებლის ორგანიზების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ყველა ჩვენგანი ოცნებობს საკუთარ ბინაში მყუდრო, თბილი ატმოსფეროს შექმნაზე და რაც უფრო მცირეა ფართობი, მით მატულობს საკუთარი ინდივიდუალობის გამოვლენის სურვილი. ასეთ შემთხვევაში ინტიმური ზონის ნიშაში მოწყობა ნამდვილი აღმოჩენაა და ადგილის ფუნქციონალურად გამოყენების საშუალებას იძლევა. თუმცა ყველაფერი ისე მარტივადაც როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ჩვენ შევეცდებით ყველაფერში დეტალურად გაგარკვიოთ, გაგაცნოთ ასეთი გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ნიშაში მოწყობილი საწოლი განმარტოების ძალიან ეფექტური საშუალებაა. საინტერესოა, რომ ეს იდეა არა მცირეგაბარიტიანი სახლების მფლობელებს ეკუთვნით, არამედ 500 წლის წინ იჩინა თავი მეფის სასახლეებში.
ითვლებოდა, რომ ასეთი ადგილი მოსასვენებლად და განმარტოებისთვის ყველაზე მოხერხებული იყო.

მთავარი უპირატესობები
- ოთახის ვიზუალური ზონირება
- ნიშის კედლების მეშვეობით განმარტოების მაქსიმალური საშუალება
- დამატებითი შესანახი ზონა
- არსებული ფართის მაქსიმალურად რაციონალური გამოყენება
- დამატებითი სიბნელე სრულყოფილ ძილს უზრუნველყოფს
- თქვენს სახლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს

უარყოფითი მხარეები
- ღრმა ნიშაში დარღვეულია ვენტილაცია
- საჭიროებს დამატებით განათებას
- შეზღუდულია ავეჯის შერჩევის პროცესი
- გროვდება ზედმეტი მტვერი
- მცირედი გადაადგილების შემთხვევაშიც კი საჭიროებს სრულ დემონტაჟს

რა უნდა გავითვალისწინოთ ნიშაში საძინებელი ზონის მოწყობის დროს
კარგად უნდა განსაზღვროთ, კონკრეტულად ვისი იქნება ეს კუთხე. მოწყობის დროს უნდა გაითვალისწინოთ ნიშის სიღრმე და სიგრძე.
უნდა განსაზღვროთ საწოლის კონსტრუქცია, გათვალოთ შესანახი ზონები როგორც საწოლში, ისე ვერტიკალურ სივრცეში.
თუ ასეთი ზონა ფანჯარასთან კეთდება თავი უნდა დაიზღვიოთ ორპირი ქარისგან. თუ საწოლი ღრმა ნიშაში მოთავსდება, უნდა იზრუნოთ ვენტილაციაზე. უნდა უზრუნველყოთ დამატებითი განათება

ნიშის გაფორმების ვარიანტები
როდესაც იყენებთ უკვე არსებულ ნიშას, კარგად უნდა შეისწავლოთ მისი ზომები და ყველა ნიუანსი. თუ ნიშის გაკეთებას თავად გემავთ ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ მოქმედების მეტი თავისუფლება. 

შესაძლებელია ნიშის გაკეთება მარტო საწოლის თავთან, ამ შემთხვევაში თქვენ არა მარტო ვიზუალურად გააფართოებთ ოთახს, არამედ გაგიჩნდებათ დამატებითი სათავსოები.

თუ ფართობი იძლევა ამის საშუალებას, გირჩევთ ნიშა იმ სიღრმის გააკეთოთ, რომ მასში მოთავსდეს მთლიანი საძინებელი ზონა.

ნიშაში მოსათავსებელი ავეჯის რაციონალურად შერჩევა
ნიშაში მოსათავსებლად ყველაზე კომფორტული სტანდარტული უჯრებიანი საწოლია.

საწოლი-პოდიუმი ადგილს დაგიზოგავთ. პოდიუმის შიგნით არსებული ფართის გამოყენება ძალიან მოსახერხებლია.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები