სად და როგორ შევინახოთ ნივთები, თუ საკუჭნაო არ გვაქვს

როგორ ავითვისოთ პატარა ზომის სამზარეულო

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სამზარეულოს ფართობი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გვქონდეს საკუჭნაო?
როგორ დავაბინავოთ ნივთები და პროდუქტი ისე, რომ ეს მოსახერხებელიც იყოს და გამართლებულიც.
შემოგთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ იდეას და საინტერესო ვარიანტს.

1. ღია თაროები






ღია თაროების დამონტაჟება სამზარეულოს ნებისმიერ ნაწილშია შესაძლებელი. ის მოსახერხებელია და არც დიდ ადგილს იკავებს. ასეთ თაროებზე ძალიან კარგად ინახება თეფშები, ჭიქები, სუნელები და სხვა ნივთები.

2. ადგილი ფანჯარასთან


პატარა ზომის სამზარეულოში თითოეული კვადრატული მეტრი მაქსიმალურად უნდა აითვისოთ. ეს
ეხება არა მარტო კედლებს. ყურადღება გაამახვილეთ ადგილზე ფანჯარასთან. აქაც თავისუფლად შეიძლება აითვისოთ კედლები, რაფა კი სამუშაო ზედაპირად გამოიყენოთ.

3. ჭურჭელი კედელზე

იმ შემთხვევაში, თუ ჭურჭელი და ტაფა ბევრი გაქვთ, ადგილი კი - ცოტა, ჭურჭელი შეგიძლიათ პირდაპირ კედელზე განათავსოთ, თუმცა ამ შემთხვევაში ჭურჭელი იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაქსიმალურად გაპრიალებული, რათა ესთეტიურად გამოიყურებოდეს.


იმისათვის, რომ კედელზე ჭურჭელი საიმედოდ დამაგრდეს, შეგიძლიათ რეილინგი გამოიყენოთ.

4. რეილინგი

რეილინგი თანამედროვე დიასახლისების ნამდვილი მაშველი რგოლია. რამდენიმესართულიანი კონსტრუქციის წყალობით აქ ძალიან ბევრი რამის განთავსებაა შესაძლებელი.

მასზე შეგიძლიათ განათავსოთ არა მარტო სამზარეულოს აქსესუარები, არამედ ჭიქები და თეფშები, ქვაბები და ტაფები. მაგნიტურ მოდელებზე ძალიან მოსახერხებელია დანების, მაკრატლების მოთავსება, კაუჭიანზე კი ჭიქების და სხვადასხვა სახის ჭურჭლის დაკიდება.

რეილინგი, ისევე, როგორც ღია თაროები, უნივერსალურია, ის სამზარეულოს ნებისმიერ ადგილას შეიძლება განთავსდს.




5. ბოსტნეულის შესანახი ადგილი


თუ სამზარეულოში არ ხერხდება ბოსტნეულის შესანახი ადგილის ცალკე ორგანიზება, სცადეთ და ამისთვის უჯრები გამოიყენეთ. მთავარია, ადგილი არ იყოს ნესტიანი და ვენტილაციაც კარგი იყოს.

6. კარადები





ზოგჯერ, მიუხედავად კარადების საკმარისი რაოდენობისა, მაინც იჩენს ხოლმე თავს ნივთების შენახვის პრობლემა. ნივთები, რომლებსაც იშვიათად ხმარობთ, მაღლა შეინახეთ, ყველაზე ხშირი მოხმარების საგანი მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ადგილას. ასე სამზარეულში თავს ბევრად კომფორტულად იგრძნობთ.

7. ნაჟარის ქვემოთ

ჭურჭელი და ბოსტნეული უკვე დავაბინავეთ, სად წავიღოთ საყოფაცხოვრებო ქიმია?
ამ ნივთების შესანახად ყველაზე ხელსყრელი ადგილი ნიჟარის ქვემოთ არსებული სივრცეა. ეს მოხერხებულიც იკნება და პრაქტიკულიც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები