როგორ აკეთებენ რემონტს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები - სახალისო მიგნება

თურმე, როგორც ბევრი სხვა საკითხის მიმართ, რემონტის საკითხსაც სხვადასხვანაირად უდგებიან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანები. ზოგიერთი ნიშანი ისეთი ამოუცნობია, რომ ამ რემონტი ლამის აპოკალიფსად ექცეს. თუმცა არსებობენ ისეთი ნიშნებიც, რომლებიც, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, საგულდაგულოდ აწონ-დაწონიან ყველაფერს, დაგეგმავენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან საქმეს.

მოდით, ცოტა განვიტვირთოთ ასეთი მძიმე ყოველდღიურობიდან და იუმორით და ხუმრობით განვიხილოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი, თუ როგორები არიან ისინი რემონტის გაკეთების დროს. ალბათ ბევრს იხალისებთ ჩვენთან ერთად. მაშ ასე:

ვერძი
ისინი ნამდვილი პერფექციონისტები არიან, მათ შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად უნდა
იყოს, ამიტომაც შეუძლიათ რემონტი მთელი ცხოვრება აკეთონ, მუდმივად უნდა გადააკეთონ და შეცვალონ რაღაც.
არასდორს იღლებიან და არიან ყოველთვის აქტიურები, არ ეზარებათ ახალ-ახალი იდეების განხორციელება. სამშენებლო მასალებს ყოველთვის ხარისხიანს არჩევენ, თუმცა ყურადღებით არიან, რომ ზედმეტი არ გადაიხადონ, ფასებს ყოველთვის მკაცრად აკონტროლებენ.

კურო
ნამდვილი დილემა. მინდა მაქსიმალურად ხარისხიანი რემონტი! - ეს არის მათი ფრაზა. ასეთი რემონტი ძვირი ღირს, თუმცა კუროს ფული გადახდას არ ხიბლავს. ეს აზრები მის თავში მუდმივად ტრიალებას და ამიტომაც არის, რომ რემონტის გაკეთებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარტივად ვერასდროს იღებს.
კურო ვერ იტანს ძველ რემონტს, მას უყვარს ინტერიერი, რომელსაც შეიძლება უწოდოთ ფუფუნება. მყუდრო და დახვეწილი გარემო მისი მთავარი მოთხოვნაა. ამას ისევ ფული სჭირდება, ფულს კურო ვერ იმეტებს და მუდმივად ეს ფიქრები მას საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქნის, თუმცა არა მარტო მას, მის გარშემო მყოფთაც.

ტყუპები
ტყუპები ამ მხრივ ნამდვილად ამოუცონობები არიან. ახალი ლარნაკი არ უხდება კედლების ფერს? რა პრობლემაა, გადავღებოთ კედელი. ტყუპებს შეიძლება ვუწოდოთ თვით სპონტანურობა. ეს ერთის მხრივ სახალისოა, მათთან არასდროს მოიწყენ, თუმცა შესაძლოა დამღლელიც აღმოჩნდეს.

კირჩხიბი
კირჩხიბს შეიძლება ვუწოდოთ დაგეგმარების მეფე. ჯერ უკვე დემონტაჟის დროს იციან რა, სად და როგორი უნდა იყოს. ყველაფრის შესრულებას ტექნიკური სიზუსტით ითხოვენ, რაც ხელოსნებს ძალიან აღიზიანებთ ხოლმე, თუმცა ამას ვერსად გაექცევიან, ეს კირჩხიბების მთავარი მოთხოვნაა, ყველაფერი უნდა შესრულდეს ზუსტად ისე, როგორც დაგეგმეს.
სამაგიეროდ, საბოლოო შედეგი იქნება იდეალური, გაუთვალისწინებელი და რაც მთავარია, ზედმეტი ხარჯების გარეშე.

ლომი
რემონტი იდეალური საშუალებაა ახალი ქვეშევრდომების მოსაძებნად. ეს ხომ ყველაზე ხელსაყრელი მომენტია საიმისოდ, რომ გასცე ბრძანებები და განკარგულებები. ლომს არ ბეზრდება იმის ყურება, თუ როგორ ასრულებენ მის მითითებებს. ისინი მზად არიან ამაში ორჯერ, ხანდახან საჯერ მეტიც გადაიხადონ და რაც უმთავრესია, მათ ეს ყველაფერი ძალიან მოსწონთ.

ქალწული
როგორც არ უნდა ირწმუნებოდეს ქალწული, რომ სარემონტო პროცესმა დაღალა და ერთი სული აქვს, როდის დალაგდება, ეს მართალი არ იქნება. ქალწულებს მოსწონთ, როდესაც მათი გონება რამე სერიოზული საფიქრალით არის დაკავებული. შესაძლოა ქალწულმა უარი თქვას ხელოსანზე და თავად გააკეთოს ყველაფერი, მართალია, ის ძალიან დაიღლება, მაგრამ თვლის, რომ მასზე უკეთესად ამა თუ იმ საქმეს ვერავინ გააკეთებს.

სასწორი
სასწორს უყვარს ყველაფრის კონტროლი. შეუძლია დადგეს და მთელი დღე უყუროს როგორ ღებავენ ხელოსნები კედლებს. ხომ უნდა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც თავად უნდა. მასალის შერჩევის დროს საოცრად სკურპულოზურები არიან, სამშენებლო მასალების მაღაზიაში შესაძლოა მთელი დღის გატარება მოუწიოთ, თუმცა ეს სულაც არ ადარდებთ, მთავარია ის შეარჩიონ, რაც თავად სურთ და როგორიც სურთ.

მორიელი
მორიელს კი ყველაფერი განსხვავებული უყვარს, ისეთი, როგორიც სხვას არ აქვს. მას შეუძლია აბაზანა აივანზე გააკეთოს, რა პრობლემაა. ჩაწვება ამ აბაზანაში და დატკბება ვარსკვლავებით, დიახ, ეს მორიელია. ის არასდროს გააკეთებს სტანდარტულ რემონტს. მას ურჩევნია შეარჩიოს ჩინური ან იაპონური, სამურაის სტილი. შეუძლია მოიწყოს სასახლე ან ბერის კელია. მორიელისგან გასაკვირი არაფერია. მისთვის მთავარი მხოლოდ ერთი რამ, ჰქონდეს ისეთი სახლი, როგორიც არ აქვს არავის.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები ძალიან ინტელიგენტი მშენებლები არიან. მათ შეუძლიათ ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთონ, როგორ წესი, მშვილდოსნები დაჯილდოებულნი არიან ხოლმე ამ ნიჭით, თითქმის ყველა მშვილდოსანს ოქროს ხელები აქვს.
თუ არა, რემონტისთვის აუცილებლად პროფესიონალ ხელოსნებს დაიქირავებს. არასდროს გააკეთებს არჩევანს იმიტომ, რომ უფრო იაფია. მისთვის ხარისხი უმთავრესია.

თხის რქა
თხის რქა ყოველთვის ბიუჯეტზე ორიენტირდება. სანამ საკმარისი თანხა არ ექნება, რემონტს არავითარ შემთხვევაში დაიწყებს. იყიდის მხოლოდ იმას, რაც ჩაიფიქრა. სხვა ვარიანტს უბრალოდ არ განიხილავს.
თხის რქა ძალიან მომთხოვნია, არასდროს ნებდება და ხელოსნებსაც არ შეეშვება, სანამ ზუსატდ იმას არ გააკეთებენ, რაც მას უნდოდა.

მერწყული
მერწყული რემონტის გაკეთების გადაწყეტილებას დამოუკიდებლად თითქმის არასდროს მიიღებს, მაგრამ თუ მეზობლებმა ან მეგობარმა განაახლეს ინტერიერი, მასაც მოუნდება. შეუძლია ეს გააკეთოს მეორე დღესვე, იმის მიუხედავადაც კი, თუ ფული საერთოდ არ აქვს. მერწყულებს, როგორც წესი, არ აქვთ არც ისეთი მოთმინება და არც ფინანსური შესაძლებლობები, რომ გლობალურ ცვლილებებს ხშირად მიმართონ და შესაძლოა მხოლოდ უნიტაზის შეცვლით შემოიფარგლონ. ეს მათთვის საკმარისია.

თევზები
აქ გავაფართოვოთ, იქ გადავაკეთოთ, შემოსასვლელში კი აუცილებლად აკვარიუმი უნდა იყოს - აი, ვის უყვარს დიდი რემონტი. ფულის გადანაწილება თევზებს არ გამოსდით, ამიტომაც, დიდი ალბათობით, რემონტსაც არ ეყოფა. მათ შეუძლიათ ერთი წელი ნახევრად გარემონტებულ სახლში იცხოვრონ. ყოველ თვეს შეპირდება საკუთარ თავს, რომ ამ თვის ბოლოს დაასრულებს, მაგრამ ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს. სტუმრებთან კი ამას არასდროს შეიმჩნევს და ყველას აუხსნის, რომ ეს დიზაინერული ტრენდია, ახალი, რომლის შესახებაც ჯერ არავინ იცის.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები