როგორ მოვიქცეთ, თუ სახლში საკმარისი ფანჯრები არ არის


ბუნებრივი სინათლე სახლში პირდაპირ მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. როდესაც ბინაში ფანჯრები და მზის სინათლე საკმარისად არის, არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება...

რემონტის გაკეთებას აპირებთ და კიდევ ერთი ოთახის გაკეთებას გეგმავთ, თუმცა საკმარისი ფანჯრები არ გაქვთ.
ინტერიერის დიზაინერები მსგავს პრობლემასთან გასამკლავებლად საინტერესო რჩევებს გვთავაზობენ.

რა შეიძლება გავაკეთოთ?


ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ყრუ კედლის მაგივრად შუშის ტიხარია. მსგავსი კედელი ყოველთვის ლამაზად და მდიდრულად გამოიყურება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ეფექტურად უშვებს მზის სინათლეს. უფანჯრო, თუმცა შუშის ტიხრიანი სივრცე აბსოლუტურად სრულყოფილია.
თუმცა, გაითვალისწინეთ, არ ღირს ნახევარი ტიხრის გაკეთება, თუ აკეთებთ ის უნდა იყოს იატაკიდან ჭერამდე აბსოლუტურად შუშის.
ნებიმიერი სახლის ნაწილობრივ მინის კედელი ისე გამოიყურება, როგორც იძულებითი და ეკონომიური გადაწყვეტილება. საამისოდ საკმაოდ სოლიდური თანხა დაგეხარჯებათ, თუმცა შედეგი დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ იქნება.
შუშა საკამაოდ ღირსეული და მრავალფეროვანი მასალაა. ის შეიძლება იყოს, დაბურული, ფერადი, რელიეფური, სტრუქტურული და ა.შ.
რაც შეეხება ჩარჩოს, ჩარჩო შესაძლოა შეარჩიოთ ხის, ფერადი, მეტალის. საკმაოდ ბევრი ვარიაცია არსებობს და შეგიძლიათ თქვენს ფანტაზიებს ფრთები შეასხათ.

რისი გაკეთება არ შეიძლება

გირჩევთ თავიდანვე უარი თქვათ ე.წ. ტყუილ ფანჯარაზე. ის არააქტუალურია, არასდროს არის მოდაში და საკმაოდ უგემოვნოდ გამოიყურება. ალტერნატიულ ვარიანტად შეგიძლიათ განიხილოთ შუშის მატყუარა კედელი შიდა განათებით ან რაიმე მკვეთრი აქცენტით აღნიშნული კედლის უკან.

როგორ მოვიქცეთ თუ არანაირი საშუალება არ გვაქვს


თუ ისე მოხდა, რომ ოთახის გაკეთება აუცილებელია, შუშის ტიხრის გაკეთება შეუძლებელი, შეგიძლიათ დასახმარებლად მცენარეები გამოიყენოთ. ჩვენ ვგულისხმობთ აბსოლუტურად ცოცხალ კედელს მაქსიმალურად ბევრი განათებით. მსგავსი გადაწყვეტილება მოგცემთ საშუალებას, თავი აარიდოთ დახშულ სივრცეს.

და ბოლოს რამდენიმე სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სივრცე შეიძლება განიხილოთ ფანჯრის გარეშე - ამ შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭეთ სამზარეულოს, მისაღებს ან ნებისმიერ სხვა ოთახს საძინებლის გარდა, საძინებელი ის ადგილია, რომელსაც ფანჯარა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
და რაც მთავარია, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენი ოთახი უნდა იყოს სახლში და არა არსებული ფანჯრების რაოდენობაზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები