როგორ მოვაწყოთ გარდერობი პატარა საძინებელში - სასარგებლო იდეები

ბევრი ადამიანისთვის გარდერობი სახლის განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშე ცხოვრებაც არაკომფორტულია. თუმცა ბინებში, სადაც ადგილი შეზღუდულია, გარდერობის ოთახის მოწყობა არც ისე რეალურია, აბა როგორ მოვიქცეთ?
შემოგთავაზებთ საინტერესო და ხელსაყრელ იდეებს, იქნებ რომელიმე მათგანი საკუთარ ბინაშიც განახორციელოთ და ოცნებას ფრთები შეასხათ?

1. ნახევრადდაფარული ზონა

თუ ოთახში არსებობს ნიშა, რომელსაც ვერ გამოიყენებთ სამუშაო ან დასაძინებელ ზონად, შეგიძლიათ ის გარდერობად გამოიყენოთ. მართალია, ის მთლიანად ვერ დაიფარება, თუმცა არც ოთახის ძირითად ნაწილს დაიკავებს. ასეთი გარდერობი ძალიან მოსახერხებელია უამრავი ნივთის შესანახად.

2. ღია გარდერობი

თანამედროვე ინტერიერში
ყველაფერი დასაშვებია. მაგალითად, არ არის აუცილებელი გარდერობი იყო მაინცდამაინც დახურული, ღიაც ძალიან კარგად ეწერება საერთო ინტერიერში.

3. დიდი ღია გარდერობის ოთახი

არ არის აუცილებელი ასევე გარდერობი მაინცდამაინც კარადაში იყოს განთავსებული. ის შეიძლება იყოს ღია და თავისუფალი. ამ შემთხვევაში თაროები პირდაპირ კედლებზეა მიმონტაჟებული.

4. გარდერობი, რომელიც მინიმუმალურ ადგილს იკავებს

ამ იდეისთვის ხორცშესხმა ყველაზე პატარა ოთახშიც კი არის შესაძლებელი. ის იმაზე ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე ნებისმიერი ტანსაცმლის კარადა. საამისოდ დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე თაროს გაკეთება და შემდეგ ფარდის ჩამოფარება.

5. სარკეები

იმისათვის, რომ არ მოვიპაროთ სივრცე და შეზღუდული სანტიმეტრები კიდევ არ შევზღუდოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ სარკეები. სარკეებით სივრცე ისე შეიძლება გავყოთ, რომ ის ვიზუალურად გავაფართოვოთ.

6. კუთხის გარდერობი

ვისაც ექსპერიმენტები არ აშინებს, ამ ვერსიის ათვისებას ვთავაზობთ, ძალიან კარგი და ორიგინალური გადაწყვეტილებაა, რაც მთავარია, პრაქტიკული.

7. საინტერესო ვერსია

ნიშაში დამონტაჟებული თაროები შეიძლება დაიფაროს გასაწევი კარით, რომელიც არ იქნება მთლიანად ხის. ასეთი კარი ძალიან ეფექტურად გამოიყურება და სივრცესაც არ აპატარავებს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები