როგორ ვაქციოთ ძველი ფარდული მყუდრო სახლად - რეალური მაგალითი

მმართლა არის შესაძლებელი უბრალო მეთოდების გამოყენებით სრულფასოვანი საცხოვრებელი ფართის შექმნა? გთავაზობთ მოგზაურობას ჩეხეთში და ამ შესანიშნავი, ორგინალური შავ-თეთრი სახლის დათვალიერებას.

ეს სახლი ძველი ფარდულისგან გადაკეთდა. ის ძალიან ლამაზ ადგილას მდებარეობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახლის პატრონები ხელმძღვანელობდნენ პრინციპით, თუ წილად გხვდა ლიმონი, აქციე ის ლიმონათად.



გარეთ შავი, შიგნით თეთრი


ეტყობა ამ ფარდულის მეპატრონეებს არ ეთმობოდათ ეს ძველ შენობა და გადაწყვიტეს, ის სახლად ექციათ.
სახლი გარედან შავად გადაღებეს, როგორც ცნობილია, შავი მზის სითბოს იზიდავს. თუმცა სახლს ბუხარიც აქვს.

შიდა გაფორმებისთვის ძირითად
ფერად თეთრია შერჩეული. ის სისუფთავისა და ახლის შეგრძნებას ტოვებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სახლი ადრე ფარდული იყო, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ძალიან მისაღებია. ინტერიერში შავი ელემენტები ზონირების დროს არის გამოყენებული და დიზაინს უფრო ელეგანტურს ხდის.


საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შავ-თეთრი ფერი ინტერიერში ყოველთვის მოდურია და ყოველთვის აქტუალურია. ის არ ძველდება. ამ ორი ფერის მეშვეობით ძალიან ადვილია თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის შექმნა. ასეთ ფერთა გამას ძირითადად ესთეტები ირჩევენ.


კარადების ნაცვლად მილები


სახლში არსებული ძველი ნივთების მაგია სახლის მეპატრონეებისთვის აქტუალობას არ კარგავს. ზოგიერთ ნივთს ისინი ძალიან პრაქტიკულად იყენებენ.
გაგიკვირდებათ, მაგრამ, მათი აზრით, ძველ მილებსაც კი აქვთ უფლება შეიძინონ მეორე სიცოცხლე. ამ შემთხვევაში ძველი მილების ნაწილი ტანსაცმლის საკიდად არის გამოყენებული. მილები გადაღებეს თეთრად და გააბეს თოკები. ეს უბრალო კონსტრუქცია კარადების ძალიან კარგი ალტერნატივაა. აღნიშნულ ინტერიერს ეს გადაწყვეტილება ძალიან უხდება.


ძველი მილები წარმატებით გამოიყენეს მისაღებში მაგიდის საყრდენადაც.




რეტროსტილი და ელექტროსადენები

სახლის დიზაინი გასული საუკუნის სტილში ხით არის შესრულებული. ღია თაროები, ბადე-ტიხარი, ლითონის რეილინგები და სხვა. ღია ელექტროსადენებიც ძალიან თემატურად ჩაჯდა საერთო ინტერიერში და შეიძლება ითქვას, რომ უხდება კიდეც.



ცხოვრება ბუნებასთან ჰარმონიაში

სახლის ინტერიერი შედგება მხოლოდ ისეთი ნივთებისგან, რომელთაც ფუნქციური დატვირთვა აქვთ. თუმცა ხელოვნებისა და ჰარმონიის გარეშე ცხოვრება ესთეტებისთვის წარმოუდგენელია.

დიდი, პანორამული ფანჯრების და გასაწევი კარის მეშვეობით ბუნება ძალიან კარგად აღიქმება. ადგილობრივი ლანდშაფტი კი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ თავი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში იგრძნო და დატკბე მისი სილამაზით.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები