5 დეტალი, რომელიც რემონტის დროს ხშირად ავიწყდებათ და აუცილებლად ნანობენ


რემონტის დროს ადამიანს წვრილმანი ნიუანსები ხშირად ავიწყდება ხოლმე. შემოგთავაზებთ რემონტის დროს გასათვალისწინებელ 5 სერიოზულ ნიუანსს, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა შემდგომში კომფორტულად ცხოვრება შეძლოთ.

1. კარის საჭერი


კარის საჭერი აუცილებელია კარისთვის და ის იატაკის დამონტაჟებისთანავე უნდა დაფიქსირდეს, რათა შემდგომში არ დააზიანოს კედელი.
ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი მოგვიანებით ხშირად სანანებლად უხდება ხოლმე ადამიანებს.

2. საით იღება მაცივარი


თუ მაცივრის კარი იღება სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის მხარეს, პროდუქტების გამოღება მოსახერხებელი ნამდვილად არ იქნება. თუ ონკანის მხარეს იღება, უნდა შეეგუოთ, რომ მაცივრის
კარი მუდმივად წყლის შხეფებით იქნება დასვრილი.

3. პლინტუსები კარადების უკან


კარადების უკან პლინტუსების გაკეთების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, ეს უბრალოდ ზედმეტი ხარჯია.

4. კომუნიკაციებთან წვდომა


თითქოს ამის შესახებ ყველა ინფორმირებულია, ყველამ ვიცით, რომ მრიცხველთან და საკანალიზაციო კომუნიკაციებთან წვდომა აუცილებელია და ეს რემონტის დროს უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ძალიან ხშირად ხელოსნებს ეს ან ავიწყდებათ ან უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რათა საბოლოო შედეგით კმაყოფილები დავრჩეთ.

5. ყველა ოთახში ერთი დონის იატაკი


ძალიან მნიშვნელოვანია რემონტამდე იცოდეთ, როგორი იატაკის საფარი გექნებათ. აუცილებლად მიაქციეთ ყუარდღება, რომ ყველა ოთახში იატაკის დონე იყოს თანაბარი.

კომენტარები

ზურა 2021-08-06 19:22
ხშირად ავიწყდებათ კომპიუტერული ქსელის კაბელი ინტერნეტ ტელევიზიისთვის, პლინტუსში ატარებენ ბოლოს, რომ მიხვდებიან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები