რატომ არ ღირს აბაზანის საშხაპით ჩანაცვლება

თანამედროვე ინტერიერში აბაზანა საშხაპემ ჩაანაცვლა. ეს თითქმის ნორმად იქცა. ერთი შეხედვით, საშხაპე ბევრად მოხერხებულია და ადგილსაც ზოგავთ, თუმცა არ ღირს აბაზანაზე ასე ხელაღებით უარი სთქმა. მას თავისი უპირატესობები ნამდვილად აქვს და არ შეიძლება ამის არგათვალისწინება.

მოდით, ვნახოთ, მაინც რითი სჯობია აბაზანა საშხაპეს.
1. აბაზანაში შეგიძლიათ ჩაწვეთ, მოდუნდეთ და დამქანცველი დღის ბოლოს ძალები აღიდგინოთ.
2. აბაზანა ბევრად მარტივი გასაწმენდია, ვიდრე მინის საშხაპე კაბინა, მით უმეტეს, თუ საქმე ხისტ წყალთან გაქვთ.
3. ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროებშიც კი საშხაპეში ბანაობის შემდეგ იატაკზე 1
სმ წყალი მაინც რჩება, თუ გინდათ, რომ მსგავსმა პრობლემამ თქვენს სააბაზანოში არ იჩინოს თავი, მაშინ გირჩევთ აბაზანას მიანიჭოთ უპირატესობა.
4. აბაზანა - უბრალოდ ლამაზია.
საშხაპე კაბინა, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ისე გამოიყურება, როგორც სადეზინფექციო ოთახი. ესთეტიური თვალსაზრისით აბაზანა ბევრად დახვეწილი და ლამაზია.

5. კონფიდენციალობა
აბაზანაში ბანაობის დროს ფარდის გადაწევის შემთხვევაში ვერავინ დაინახავს, როგორ ბანაობთ, საშხაპეში კი ეს პროცესი შესაძლოა უბრალოდ შოუდ იქცეს.
6. აბაზანამ შესალოა სიცოცხლე იხსნას - უცნაურად ჟღერს, თუმცა აბაზანა შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, მაგალითად შეიძლება გააკეთო წყლის მარაგი.
7. მშვენიერი სამალავი - მოულოდნელად დედამთილი გესტუმრათ? მოკიდეთ ხელი ყველ გასარეცხ ნივთს და მოათავსეთ აბაზანში, გადაწიეთ ფარდა და გარწმუნებთ, ის ვერაფერს დაინახავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები