როგორ აქცია კრეატიულმა ქალმა ძველი ფარეხი საოცარ სახლად

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ძვირდება ყოველდღიურად უძრავი ქონება, სულ არ არის გასაკვირი, რომ მომრავლდნენ ენთუზიასტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ჭერი მინიმალური დანახარჯებით მოიწყონ. ამჯერად კრეატიულ ამერიკელზე, მხატვარ ქალბატონზე ვისაუბროთ, რომელმაც ძველი ფარეხი მართლაც რომ საოცარ სახლად აქცია.


ავტოფარეხი ადამიანების უმეტესობისთვის ძველ ფარდულთან ასოცირდება, რომელიც ძველმანი ნივთებისთვის არის განკუთვნილი, მანქანის ნაწილებისთვის ან ძველი ავეჯისთვის.
თუმცა ამერიკელმა ქალბატონმა სესხი აიღო და ასეთი ფარეხი კრეატიულ სახლად აქცია.

გამომდინარე იქიდან, რომ ფარეხი მხოლოდ ერთ მანქანაზე იყო გათვლილი, გოგონამ გადაწყვიტა, მისთვის პატარა მიშენება გაეკეთებინა, 1 მეტრით
მაღლაც ასწია. ამისთვის მას პროფესიონალების დახმარება დასჭირდა.

ერთი ფანჯარა ფარეხს უკვე ჰქონდა, დანარჩენი კი მიშენებაში მანსარდის დონეზე გააკეთეს. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოთახში მზის სხივებს შეეღწია.


იმისათვის, რომ სივრცე კიდევ უფრო არ დაეპატარავებინა, ქალმა გადაწყვიტა კედლების აშენებისგან თავი შეეკავებინა და ერთი მთლიანი სივრცე ზონებად დაეყო.


გაგიკვირდებათ და ამ შეზღუდულ სივრცეში არის საძინებელიც, მისაღებიც და სრულფასოვანი აბაზანაც კი.
აქ ყველაფერი კრეატიულად და გემოვნებით არის მოწყობილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები