რა აჩენს სარკეზე მუქ ლაქებს და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან


 სარკე ყოველდღიური მოხმარების აუცილებელი ნივთია. მითუმეტეს სააბაზანო ოთახი სარკის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ სააბაზანოში განთავსებული სარკეები ზიანდება ყველაზე ხშირად, ამის მიზეზი კი ნესტი და ორთქლია. ამის გამო დროთა განმავლობაში სარკეებზე ლაქები ჩნდება, რომლებსაც საწმენდი საშუალებები ვერაფერს შველის. 

სარკეებს შუშის უკანა მხარეს ტუტე ლითონისა და თუთიის ფენა აქვს, რაც ქმნის ამრეკლავ უნარს და მინას სარკედ აქცევს. მას ამალგამი ეწოდება. სამწუხაროდ, ამალგამის ხარისხი ყოველთვის არ არის კარგი, ის დაშლას იწყებს და სარკეზე მუქი ლაქები ჩნდება.

რა აზიანებს ამალგამს?
სარკეზე არსებული ამალგამი მგრძნობიარეა პირდაპირი ზემოქმედების მიმართ. ესაა:

1. მზის სხივები,
2. ტენიანობა.
3. წებო, რითაც სარკე გაქვთ დამაგრებული.

აბაზანის ავეჯის მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება იაფფასიანი სარკეები გამოიყენონ. საბოლოოდ სარკიანი კარადები და ზედაპირზე დაკრული სარკეები მალე გამოდის წყობიდან. ტენიანობა და მზის შუქი ანადგურებს უხარისხო ამალგამს. 
კიდევ ერთი მიზეზი ამალგამის დაზიანების, წებოა, რითაც სარკეები მაგრდება. თუ ის სპეციალურად სარკისთვის განკუთვნილი არ არის, შეიძლება ამალგამი გაცვითოს და ლაქად გამოჩნდეს. ხელოსნების უმეტესობა სპეციალურად სარკის წებოს შესაძენად თავს არ იწუხებს, საბოლოოდ კი მომხმარებელი ზარალდება. 

შესაძლებელია თუ არა ამ ლაქის მოშორება
სამწუხაროდ, სახლის პირობებში ეს შეუძლებელია. თეორიულად,
სარკის შეკეთება (ამალგამის აღდგენა) შეიძლება განხორციელდეს საწარმოში ვერცხლისწყლის და რიგი სხვა საშიში კომპონენტების გამოყენებით. ვინაიდან სახლში მას ვერ უშველით, შეგიძლიათ უბრალოდ, თავიდან აიცილოთ ამ ლაქების გაზრდა და გაფართოვება.

როგორ შევაჩეროთ ლაქების გაფართოება
სარკის მთელ ზედაპირზე ლაქების გაფართოების შესაჩერებლად, ამალგამში ნესტის მოხვედრა მაქსიმალურად უნდა შეამციროთ.
ამისათვის შეგიძლიათ სანიტარული სილიკონი გამოიყენოთ, წაუსვათ ის სარკის კიდეებში, რაღა ორთქლმა სარკის უკან ვეღარ შეაღწიოს. ანუ "დალუქოთ" სარკის ნაპირები. ეს მეთოდი გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ ლაქა ჯერ პატარაა. თუ პროცესი შორს არის წასული, გირჩევნიათ ახალი შეუკვეთოთ და ამჯერად უფრო ხარისხიან სარკეზე იზრუნოთ. 

სამომავლოდ წელიწადში ერთხელ ჩაატარეთ სარკის კიდეების "დალუქვის" პროცედურა აბაზანაში და დარწმუნდით, რომ გაწმენდის პროცესში საიზოლაციო ფენა არ დაზიანდეს და წყალი არ მოხვდეს ნაწიბურში. ასევე გირჩევთ აბაზანის სარკეების დალუქვას შეძენისთანავე. დალუქვის ხარჯები იაფი და სწრაფია, სულ 10 წუთი სჭირდება, სამაგიეროდ სარკე დიდხანს შეინარჩუნებს უნაკლო ვიზუალს.

კომენტარის დამატება