ბოლო დროს ბევრი აყენებს შინ ბიდეს - რა უპირატესობები აქვს მას უნიტაზთან შედარებით?

ყველგან, სადაც აბაზანების, ნიჟარების თუ უნიტაზების არჩევანია, გვთავაზობენ ბიდეს. ჯერ-ჯერობით ეს ნივთი მასობრივად არ შეგხვდებათ ჩვენს სახლებში, თუმცა თანდათან მეტი ადამიანი რწმუნდება მის საჭიროებაში.
სანტექნიკის ეს მოწყობილობა ადრე ფუფუნებად ითვლებოდა. დღეს კი სულ უფრო პოპულარული ხდება. ბიდე არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია პირადი ჰიგიენის შესანარჩუნებლად და დამონტაჟებულია ტუალეტში ან აბაზანაში.

დიზაინი ჩაშენებული ონკანით უნიტაზს წააგავს.

რისთვის გამოიყენება ბიდე?
მოწყობილობის მთავარი ფუნქცია ტუალეტში შესვლის შემდეგ ინტიმური ჰიგიენის უზრუნველყოფაა. ექიმები ამბობენ, რომ ამ მიზნით მხოლოდ ტუალეტის ქაღალდი არ არის საკმარისი. აუცილებელია წყლით დაბანა. წყლის
ნაკადი ქაღალდზე ბევრად უკეთ ასუფთავებს ინტიმურ ადგილებს, ამცირებს შარდსასქესო სისტემისა და მენჯის ორგანოებში სხვადასხვა ანთებითი დაავადებების განვითარების ალბათობას.

ქალებისთვის ეს მოწყობილობა მენსტრუაციის დროს განსაკუთრებით კომფორტულია, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასქესო ორგანოების სისუფთავე. მოსახერხებელია ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როდესაც მოძრაობა შეზღუდული ან მტკივნეულია.

ხანდაზმულს ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებით დაავადებულს უჭირს აბაზანაში ჩასვლა დასაბანად. დაბალი ბიდე მისთვის უფრო კომფორტულია. ის ბევრად უფრო შესაფერისია პატარა ბავშვების დასაბანადაც, ვიდრე ჩვეულებრივი ნიჟარა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხების დასაბანად, საცვლების ან ბავშვის საფენების გასარეცხად.

ინტიმური ზონის ანატომიური სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო სწორია მამაკაცები წყლის ნაკადისგან ზურგით მომტავსდნენ, ქალებს შეუძლიათ დასხდნენ როგორცზურგით, ასევე სახით ონკანისკენ.


სასარგებლო რჩევები:
ბევრი ადამიანი ამ ჰიგიენური მოწყობილობის შეძენას თავს არიდებს, რადგან ტუალეტში საკმარისი ადგილი არ არის. ამ დროს არჩევანი დასაკიდებელ მოდელებზე შეარჩიეთ, რომმლებიც უფრო ადვილი გასათავსებელია..
ეკონომიის მიმზნით, შეგიძიათ ისეთი უნიტაზი შეიძინოთ, რომელსაც თავისი ონკანიც მოჰყვება.

ვინაიდან მოწყობილობა ჰიგიენური პროცედურებისთვის გამოიყენება, მის სისუფთავეზე ყოველთვის უნდა იზრუნოთ. რეგულარულად გაუკეთეთ დეზინფექცია სპეციალური სარეცხი საშუალებებით და როდესაც არ იყენებთ, დაახურეთ სახურავი, რათა მიკრობების გავრცელება აიცილოთ თავიდან.

კომენტარის დამატება