როგორ აქციეს ძველი ღვინის მარანი თანამედროვე საცხოვრებლად

უძველეს ესპანურ ქალაქ ელ პუერტო დე სანტა მარიაში საკმაოდ საინტერესო რეზიდენციის მშენებლობა, უფრო სწორად კი, ძველი ღვინის მარნის ტრანსფორმაცია დასრულდა. შედეგად მარანი თანამედროვე, ლოფტის სტილის საცხოვრებელ სახლად გადაიქცა. ერთ-ერთმა არქიტექტურულმა სტუდიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ახლა უკვე საცხოვრებელი რეზიდენციის ბედნიერმა მფლობელებმა კომფორტულად იცხოვრონ და ისიამოვნონ.

ძველი ღვინის მარანი ატლანტის ოკეანის სანაპიროზეა. საპორტო ქალაქის ხელსაყრელი კლიმატის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ აქ მიწის თითოეული კვადრატული მეტრი, ყველა ძველი შენობაა. გამონაკლისი არც ეს ღვინის მარანი აღმოჩნდა. უფუნქციოდ დარჩენილ შენობას ახალი სული შთაბერეს.



ტრანსფორმაციის
დროს მშენებლების მთავარ ამოცანა ძველი, ბეტონის სტრუქტურის შენარჩუნება იყო. ჭერის სიმაღლე ობიექტის მთავარი ღირსება და ბონუსია, რამაც არქიტექტორებს მაქსიმალურად ღია სივრცის ორგანიზების საშუალება მისცა. ამ ერთიან სივრცეს ორ ფუნქციონალურ ზონად შუშის კუბი ყოფს.


ბეტონის კონსტრუქცია ხელშეუხებელი დარჩა, ის მხოლოდ გამაგრდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
ყოფილი მარნის ბუნებრივ განათებას, სწორედ ამიტომ აქ ძირითადად მინის ვიტრაჟებია, ასევე შუშის გასაწევი კარები, შიდა ეზო, რომელიც შენობის განათების მთავარ წყაროდ იქცა. მზის სხივები უხვადაა და სწორედ აქედან ნაწილდება დანარჩენ სივრცეში. ის ფაქტი, რომ შენობა მიწის დონის ქვემოთ მდებარეობს, პატიო კი არცთუ დიდი ზომის არის, იძლევა საშუალებას, მზის სხივები პირდაპირ არ ხვდებოდეს შენობაში, რაც მის გადახურებას გამოიწვევდა.



შუშის კუბი შიდა სივრცეს განსაკუთრებულ დახვეწილობას ანიჭებს. ასევე - უხილავი კიბე, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით არის დამზადებული.


ერთი სიტყვით, ამ სახლში ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა მაქსიმალურად კომფორტულად იცხოვროს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები