რატომ არის საშიში ჯანმრთელობისთვის ენერგოდამზოგავი ნათურები? - ეს სიმართლეა!

სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო ნივთზე, რომელიც ჩვენს სახლებში ლამის უცვლელ ნივთებად არის ქცეული, ვგებულობთ, რომ სინამდვილეში სარგებლობაზე მეტად მავნებლობა მოაქვს და უფრო მეტიც - ჯანმრთელობისთვის არის საშიში. ამჯერად საუბარია ენერგიის დამზოგავ, ე.წ. ეკონათურებზე, რომლებიც თურმე გაცილებით მავნებელია, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ.
როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, პირველ რიგში ეკონათურები სიმსივნის გამომწვევი ნივთების სიაში მოხვდა. სახიფათოა ნათურებისგან გამომავალი ულტრაიისფერი გამოსხივება. ნიუ-იორკის Stony Brook University-ს მეცნიერთა დასკვნების თანახმად, ეს გამოსხივება მკვეთრად ვნებს ჯანმრთელობას. ნათურა იმ დოზით ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს, რომლებიც

კანის უჯრედებს აზიანებენ. ეს იწვევს კანის უჯრედების კვდომას, კანის დაბერებას და პერსპექტივაში - მელანომას, სიმსივნის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სახეობას.
თავად ნათურების მწარმოებლები ადასტურებენ, რომ ის ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს, თუმცა ამტკიცებენ, რომ დოზები მისაღებია. მეცნიერთა თქმით კი, ამ ნათურების დამცავი საფარი მიკრობზარებით იფარება, რომლებიც გამოსხივების ინტენსივობას იწვევენ.
დღესდღეობით 2 სახის ენერგოდამზოგავი ნათურა არსებობს: კოლაგენური და ფლუორესცენტური. ყველაზე საშიში ფლუორესცენტურია, რომელიც ყველაზე მეტად მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს ვნებს.
სპეციალისტები ურჩევენ ამ სფეროს წარმოადგენლებს, ამოიღონ გაყიდვებოდან ამ სახის ნათურები, რომლებიც 100 ვატზეა გათვლილი. 40 და 60 ვატზე გათვლილი ენერგოდამზოგავი ნათურები ნაკლებ მავნედ ითვლება.

ენერგოდამზოგავ ნათურებს შეუძლიათ გამოიწვიონ ვერცხლისწყლით მოწამვლა. თურმე ეს ნათურები გამოსცემს ვერცხლისწყლის საკმაოდ საშიშ დოზას.
გატეხილი ენერგოდამზოგავი ნათურის გარშემო ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია 20-ჯერ მაღალი აღმოჩნდა იმაზე, რაც დაშვებულია დახურული სივრცისთვის. განსაკუთრებით საშიშია ეს ნათურები ორსულების, ჩვილებისა და ბავშვებისთვის. ჩვეულებრივი ნათურები არ შეიცავს ვერცხლისწყალს, ისევე, როგორც ჰალოგენური ნათურები. რაც შეეხება ენერგოდამზოგავს, მათში არ არის დამცავი გარსი და როცა ძლიერად ცხელდება, იმსხვრევა. ვერცხლისწყალი პირველი კლასის საფრთხის შეცველ ნივთიერებებში შედის. მან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მოწამვლები, დააზიანოს ნერვული სისტემა, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელები.
გარდა ამისა, ეკონათურები შეიცავენ არანაკლებ მავნე ნივთიერებებს: ნაფტალინს, სტიროლს, ფენოლს.
საერთო ჯამში, ყველა იმ მონაცემით, რაც არსებობს, ეკონათურები მთელ ორგანიზმზე, იმუნურ სისტემაზე, ნევრულ სისტემაზე ახდენს ძალიან ცუდ ზემოქმედებას.

ეკონომიური ნათურები იმდენად მავნეა ჯანმრთელობისთვის, რომ ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ (U.S. Environmental Protection Agency) გამოუშვა სპეციალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა მოიქცე ეკონომიური ნათურის გატეხვის შემთხვევაში:
თუ ეკონათურა ნათურა გატყდა, ოთახიდან უნდა გაიყვანონ ადამიანები და ცხოველები.
ფანჯრები უნდა გაიღოს და ჰაერი გაიწმინდოს 10 წუთის განმავლობაში.
უნდა გამოირთოს კონდიციონერები და ცენტრალური გათბობა.
ნამსხვრევი უნდა მოგროვილ იქნას სველი ნაჭრით და მოთავსებულ იქნას თავსახურიან შუშის ქილაში ან ჰერმეტულ პაკეტში.
ამ ნათურების ნაგავში ჩაყრა არაფრით არ შეიძლება! მისი უტილიზაცია უნდა მოახდინონ სათანადო სამსახურებმა.

წყარო

კომენტარის დამატება