როდის აფუჭებს ტელევიზორი ინტერიერს და როგორ უნდა განათავსოთ, რომ ოთახი გაალამაზოს

სასტუმრო ოთახში ტელევიზორი ბევრისთვის თავისტკივილია. ხშირად ის სასტუმრო ოთახს სიმყუდროვეს უკარგავს, თუმცა შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია და ამაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

შეცდომა N1: ტელევიზორი ყურადღების ცენტრში
სასტუმრო ოთახში ტელევიზორის ცენტრალურ ობიექტად ქცევა რეკომენდებული არ არის.

რჩევა:
ინტერიერის ტელევიზორის ირგვლივ მოწყობის ნაცვლათ, დაიწყეთ ავეჯით, აქსესურებითა და დეტალებით. უმჯობესია ისინი აქციოთ მთავარ საგნად, ტელევიზორმა კი მისი მოკრძალებული ადგილი დაიკავოს. დიახ, თანამედროვე სამყაროში მის გარეშე ვერ იცხოვრებთ, მაგრამ სასტუმრო ოთახის ერთადერთი მთავარი ობიექტი არ არის, ის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

შეცდომა N2: ტელევიზორის ზომა
ოთახისთვის შესაფერისი არ არის

ულტრათანამედროვე მოდელი შეიძინეთ, მაგრამ ის თქვენს სასტუმრო ოთახს არ უხდება და ინტერიერის სხვა საგნების გვერდით შეუფერებლად გამოიყურება? სმწუხაროდ, ასე ხშირად ხდება.

რჩევა:
ტელევიზორის არჩევისას ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი ოთახის მონაცემები. თუ სასტუმრო ოთახი ფართოა და დივანი ეკრანისგან მოშორებით დგას, ტელევიზორი დიდი უნდა იყოს. თუ ოთახი პატარაა და ეკრანი დასაჯდომ ადგილთან ახლოსაა, შეარჩიეთ პატარა ზომის მოდელი. პატარა სივრცეში უზარმაზარი „შავი კვადრატი“ უადგილოდ გამოიყურება და ინტერიერზე ყოველგვარ შთაბეჭდილებას აფუჭებს.

შეცდომა N3: ტელევიზორი ზედმეტად მაღლაა ჩამოკიდებული
ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ტელევიზორის ზედმეტად მაღლა დაკიდება. ამ შემთხვევაში მისი ყურება მოუხერხებელია და დისკომფორტს ყოველთვის იგრძნობთ.

რჩევა:
სადაც არ უნდა იდგას ან ეკიდოს ტელევიზორი, ის ყოველთვის თვალების გასწვრივ უნდა მოთავსდეს. ამიტომ, ვიდრე მას დაამონტაჟებთ, დაჯექით დივანზე და თქვენს პირდაპირ გაიხედეთ: სწორედ ამ ადგილას უნდა მდებარეობდეს ეკრანი. გახსოვდეთ, ტექნიკისთვის სწორად შერჩეული ადგილი თქვენი კომფორტის გარანტია.

შეცდომა N4: ტელევიზორისთვის შეუფერებელი დასადგამი
აუდიო-ვიდეოტექნიკისთვის სტანდარტული თანამედროვე ავეჯი ყველა სტილზე მორგებული არ არის. ხანდახან მას შეუძლია თქვენი სასტუმრო ოთახის შესახედაობა გააფუჭოს.

რჩევა:
აუცილებელი არ არის ტელევიზორი სტანდარტულ ტუმბოზე იდგეს. დრო ძველ სტერეოტიპებზე უარი თქვათ. ამ მიზნისთვის თითქმის ყველა ავეჯი გამოგადგებათ. კომოდი, კონსოლი, წიგნების თარო ან კუთხის მაგიდა - შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი გამოიყენოთ თქვენი ტექნიკის მოსათავსებლად.

შეცდომა N5: ტელევიზორი ინტერიერში ინტეგრირებული არ არის
ავეჯის, ტექნიკისა და აქსესუარების გაერთიანებისკენ სწრაფვა კარგი საშუალებაა ჰარმონიული ინტერიერის მისაღებად. მაგრამ ტელევიზორი ხომ ცოცხალი სურათია, გამოსახულების დახატვა კი გაცილებით რთულია, ვიდრე სტატიკური ობიექტი. ბევრი უშვებს ამ შეცდომას და შედეგად სივრცე ერთნიანობას კარგავს, ირტერიერი კი ფუჭდება.

რჩევა:
ნუ მისცემთ ტელევიზორს უფლებას მახინჯ შავ ლაქად იქცეს, რაც თქვენი ოთახის მთელ სილამაზეს კარგავს. ბრტყელი ეკრანის გაფორმება ბაგეტითაა შესაძლებელი და შეგიძლიათ კედელზე სურათებს, ფოტოებს ან ნახატებს შორის ჩამოკიდოთ. ასეთი ტელევიზორი თავისთავად ნახატს ჰგავს.

წყარო: .elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები