რა არ უნდა შეგეშალოთ გაზქურის შერჩევისა და დამონტაჟებისას

სამზარეულოს მოწყობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკის ჯერ სწორად შერჩევა და შემდეგ - განთავსება-დამონტაჟება. ძალიან ხშირად სამზარეულოს რემონტის დროს სხვადასხვა შეცდომას უშვებენ. ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

პირველ რიგში, აუცილებლად შეარჩიეთ სანდო და ხარისხიანი ტექნიკა, ჯობს მასზე თანხა არ დაზოგოთ, რომ დიდხანს გემსახუროთ. გამწოვიც და გაზქურაც აუცილებლად კარგი ხარისხის და გარანტირებული უნდა იყოს. 

გამწოვი
ერთ-ერთი ყველაზე მნივნელოვანი და სერიოზული ხარვეზი გამწოვის არარსებობაა, განსაკუთრებით გაზქურის თავზე. ძალიან თანამედროვე, უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თუმცა უგამწოვო სამზ
არეულოც კი ვერ გადაწონის ამ ხარვეზს.

თუ თქვენ არ მოგწონთ გამწოვის ვიზუალი, შესაძლებელია ის მოათავსოთ სამზარეულო კარადის გარეთა ფასადში, მაშინ თქვენს გამწოვს ვერავინ დაინახავს. თუმცა გამწოვი აუცილებელია. 

გაზქურის მდებარეობა
გაზქურის ფანჯარასთან განთავსება ნიშნავს იმას, რომ მისი დამონტაჟების დროს ამ თემაზე საერთოდ არ გიფიქრიათ. ამ შემთხვევაში თქვენი ფანჯარა აუცილებლად ყოველთვის დაორთქლილი და დასვრილი იქნება, რაც გინდა კარგი გამწოვი გქონდეთ.

ასევე არასასურველი ვარიანტია მაცივარი და გაზქურა გვერდიგვერდ. გაითვალისწინეთ, რომ მაცივარი აცივებს იმ ტემპერატურის შესაბამისად, რაც გარშემო აქვს. გაზქურა კი ამ ტემპერატურას მაღლა წევს. მართალია, გაზქურა მაცივრის მხოლოდ ცალ მხარეს აცხელებს, მაცივრის კომპრესორი ამაზე მაინც რეაგირებს და უფრო აქტიურად იწყებს გაგრილებას. ამის გამო იმ მხარეს, რომელიც არ ცხელდება, ყინულის უფრო დიდ ფენას მივიღებთ. თუ მაცივარი მუდმივად ამ რეჟიმით იმუშავებს, კომპრესორის დეტალები უფრო ადრე გამოვა წყობილებიდან, ვიდრე ამას საექსპლუატაციო ვადა ითვალისწინებს. ასე რომ, თუ ფართი საშუალებას იძლევა, მათი გვერდიგვერდ დადგმა მართლაც არ ღირს.

თუ ადგილი საშუალებას გაძლევთ, გაზის ღუმელი ისეთ სიმაღლეზე უნდა დააყენოთ, რომ ზედმეტი დახრა არ დაგჭირდეთ.  

გაზქურის ზედაპირის მოვლა
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ეფექტური საწმენდი საშუალება არსებობს, გაზქურის წმენდა არც ერთი დიასახლისისთვის სასიამოვნო საქმე არ არის. სადილის მომზადების შემდეგ, ან თუ რძე ჩავიდა, გაზქურა საშინელი სანახავია. მის გასასუფთავებლად ნამდვილი ქიმიური შეტევაა საჭირო. ენერგიის ხარჯვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამდენი ხეხვით ზედაპირიც ზიანდება. ქურის ხეხვას რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ის დაბინძურებისგან დავიცვათ. ეს საკმაოდ გამოცდილი ხერხია, რომელსაც დიასახლისები მრავალი წელია იყენებენ. ახალბედებმა კი შესაძლოა ამის შესახებ ჯერ არ იციან, ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ მრავალნაცად ხერხს.

ეს ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ალუმინის ფოლგა და რა თქმა უნდა, გაზქურა.
მოარგეთ ფოლგის ზომა გაქზურის ზედაპირს. თუ სიგრძეში ან სიგანეში ფოლგა საკმარისი არ არის, ორი დაშვება გამოიყენეთ.
აიღეთ ზედაპირიდან რკინის ცხაური, საცეცხლე ხუფები და მთელ ზედაპირს ფოლგა გადააფარეთ. საცეცხლე ადგილები ამოჭერით და შემდეგ ყველა დეტალი თავის ადგილზე განათავსეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები