ამ ნივთების დამაგრძელებელ-გადამყვანში ჩართვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება


ბევრი ადამიანი ალბათ არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ არსებობს ტექნიკა, რომლის დამაგრძელებელში, გადამყვანში ჩართვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ნებისმიერ სახლში შეხვდებით გამაგრძელებელს და მასში შეერთებულ უამრავი სახის ტექნიკას. გეთანხმებით, რომ ეს ძალიან მოსახერხებელია, მით უმეტეს მაშინ, თუ ბინაში ჩამრთველი სათანადო რაოდენობით არ არის და არც შესაბამის ადგილას არის განთავსებული, არადა, ასე ხშირად ხდება ხოლმე. თუმცა, ყველამ როდი იცის, რომ არსებობს გარკვეული სახის ტექნიკა, რომლის დამაგრძელებელში შეერთებაც არ არის მიზანშეწონილი. საქმე ის არის, რომ ამ დროს ტექნიკა შეიძლება გაფუჭდეს.

საერთოდ, დამაგრძელებელი
სხვადასხვანაირი არსებობს, დამიწებით და დამიწების გარეშე, საშიშროებას კი ის წარმადგენს, რომ ის შეიძლება აალდეს, გაუჩნდეს ნაპერწკლები ან უბრალოდ გადაიწვას მისი არასწორად მოხმარების შემთხვევაში.
თითოეული დამაგრძელებელი გარკვეულ დატვირთვას უძლებს. ერთდროულად რამდენიმე ნივთს ჩართვით შესაძლოა გადატვირთოთ და ამ შემთხვევაში თავს იენს ზემოთ ჩამოთვლილი შედეგები.

ზოგიერთი ადამიანი გრძელ, მასშტაბურ დამაგრძელებელს ამრგვალებს, ფეხებში რომ არ მოედოს და უფრო კომფორტულად მოსახმარი რომ იყოს. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება როდია. ამის შედეგად შესაძლოა მომატოს ძაბვამ და შესაბამისად, ტექნიკის დაზიანების რისკიც იზრდება.

საერთოდ, ტექნიკაზე არის მითითებულ, შეიძლება თუ არა მისის დამაგრძელებელში ჩართვა, თუმცა ამ ინსტრუქციას, როგორც წესი, არავინ კითხულობს. საყინულე და მაცივარი მუდმივად ჩართული გვაქვს, ამიტომ ამ ტექნიკისთვის დამაგრძელებელი საუკეთესო გამოსავალი არ არის. თუ სხვა გამოსავალი არ არის, და დასაგრძელებელი მოწყობილობა აუცილებლად გჭირდებათ, მაშინ მისი შერჩევის დროს ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ.
არც ტოსტერის ჩართვას გირჩევთ დამაგრძელებელში, არც თმის უთოსი ან დასახვევის, გამათბობელზე და კონდიციონერზე ხომ საუბარიც არ არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები