რატომ უნდა აირჩიოთ ნახვრეტებიანი გამათბობელი და როგორი უნდა იყოს ფითილი

ყველაზე იაფი და სწრაფი ეფექტის მქონე თბოელექტრო ვენტილატორებია. მათი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ჩართვისთანავე აქტიურად აფრქვევენ თბილ ჰაერს და 2-3 წუთში ოთახში სითბო იგრძნობა. ასეთი გამათბობელი ძალიან ეფექტურია ისეთი ოჯახებისთვის, რომელთა წევრებიც მთელი დღის განმავლობაში გასულები არიან და მთელი დღით მთელი სახლის გათბობა არ უღირთ, ან მხოლოდ საერთო ოთახს ათბობენ და საძინებლებში მხოლოდ დაწოლის წინ და ადგომისას სჭირდებათ სითბო. 

დადებითია მხარეა ისიც, რომ საკმაოდ იაფი ღირს და რომც გაფუჭდეს, მისი ხელმეორედ შეძენა ძალიან არ დაგაზარალებთ
იდეალურია აბაზანაში - მთავ

არია წყლის წვეთები არ მოხვდეს, სითბოში ბანაობა გარანტირებული გაქვთ.
ამ გამათბობლების ნაკლია:
1. აშრობს ჰაერს
2. ათბობს მაქსიმუმ 20-25 კვადრატულ მეტრ ოთახს (2-კილოვატიანი)
3. მთელი დღით მის იმედზე ვერ იქნებით. საათობით სისტემატურმა მუშაობამ შეიძლება მალე გამოიყვანოს წყობიდან

ელექტრობატარეა


ის ჰაერს არ აშრობს. ასევე თამამად შეგიძლიათ დატოვოთ მთელი ღამის განმავლობაში. თავისით ჩაირთვება და გამოირთვება იმის მიხედვით, რა ტემპერატურის შენარჩუნებასაც მიუთითებთ. მასზე სარეცხის გაშრობაც შეგიძლიათ, თუმცა, უფრო ძვირი ღირს.

გაზის გამათბობლები

ვინაიდან ელექტრომოწყობილობებთან შედარებით ეკონომიურია, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაზის გამათბობლებით თბება. მათგან ყველაზე უსაფრთხო ორკამერიანი მოწყობილობებია, რომლებიც წვისთვის საჭირო ჰაერს გარედან და არა სათავსოდან იღებენ, ნამწვიც გარეთ გადის და თუ სწორად არის დამონტაჟებული, მისგან არანაირი საფრთხე არ გელით.
პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ასეთი სისტემით მომუშავე გამათბობლების უზარმაზარი არჩევანია განსხვავებული ფასებით. ამიტომ მყიდველს უჭირს არჩევანის გაკეთება. ჩვენს გვერდით არის შემთხვევები, როცა გამათბობელში არცთუ ისე ცოტა თანხა გადაიხადეს, მაგრამ ამბობენ, რომ არ ათბობს... მაინც რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ გამათბობელი.
პრინციპი - რაც ძვირია, მით უკეთესია, ვერაფერში დაგეხმარებათ, რადგან ძვირიანსაც ჰყავს უკმაყოფილო კლიენტი და იაფიანსაც - მადლიერი.
პირველ რიგში, მოიკითხეთ მწარმოებელი და კარგად გაარკვიეთ, ვინ არის შემომტანი, როგორი საგარანტიო პირობები აქვს და აქვს თუ არა შესაბამისი სერვისცენტრი თბილისში.

მიჰყევით ამ რჩევებს:
1. გაითვალისწინეთ და დააკვირდით უშუალოდ წვის კამერისა და ფითილის ზომას - თუ ფითილი ძალიან მოკლეა, მართალია ბევრს არ დაგიწვავთ, სამაგიეროდ ვერც გაგათბობთ. ფითილი გრძელი უნდა იყოს, მინიმუმ 35-40 სმ.
2. გათბობისას მნიშვნელობა აქვს კორპუსსაც. შეგიმჩნევიათ, ალბათ, რომ ბევრ ოჯახში კორპუსი მოხსნილია და შიდა კამერა მოჩანს. ამის მიზეზი სითბოს დანაკარგის შემცირებაა - კორპუსმოხსნილი გამათბობელი უკეთ გამოყოფს სითბოს. ასე რომ არ დაგჭირდეთ, ჯობია შეარჩიოთ ისეთი კორპუსი, რომლის მთლიანად დახვრეტილია და სითბო მაქსიმალურად გამოედინება.
3. ვისაც ძალიან სჭირდება გამათბობელზე წვრილმანი სარეცხის გაშრობა, მათთვის უკეთესია, თუ ზედა მხარე სწორი და ნაპრალების გარეშე იქნება. ასე მტვერიც ნაკლებად ჩავა მასში.
4. თუ ქვენი ბინა მზიან მხარეს არ არის, ეკონომიური გამათბობელი, სავარაუდოდ, არ გეყოფათ. ამიტომ უფრო დიდი სიმძლავრის შეარჩიეთ.

5. კერძო სახლებსაც უფრო მძლავრი გამათბობლები სჭირდებათ

შეგიძლიათ იხილოთ ფასდაკლებები გამათბობლებზე

კომენტარები

მაია 2018-11-16 08:17
აკოგ 5 მაქვს და როგორც დავაკვირდი თუ მთელი დღის მანძილზე მინთია ნაკლებს წვავს და ასეა? და კიდევ ფიტილზე უმდა გეყენოსო რომ მექამიზმი არ აწვალო და მალე არ გაფუჭდესო რამდენად სწორია!
ბაკური 2018-01-09 17:54
კარმა აშრობს ჰაერს ,რა შეიძლება ამ შწმთხვევაში მოვიმოქმედო.მადლობა წინასწარ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები