ფარდები, რომლებიც ოთახს ათბობს - მასტერკლასი

ოთახში სითბოს შესანარჩუნებლად თბილი ფარდებია საჭირო. მარტალია, გამათბობელი ჩართულია, მაგრამ თბილის ფარდები მის ეფექტს შესამჩნევად გააძლიერებს. ოთახის სითბო ფანჯრებსა და კარებებში არსებული ღრიჭოებიდან მიიპარება. ასე რომ არ მოხდეს, გასწავლით, როგორ შეკეროთ ფარდები, რომლებიც ოთახში სითბოს შეინარჩუნებენ.


დაგჭირდებათ: სპეციალური დათბილული ქსოვილი (ფეტრის მსგავსია) გაუმჭვირვალე ნაჭერი, მაკრატელი, დეკორატიული ფარდა, საკერავი მანქანა ან ნემსი და ძაფი.

როგორ შევკეროთ
გადაზომეთ ფანჯარა, გაითვალისწინეთ ნაჭრის გადასაკეცი ადგილები და მის მიხედვით გამოჭერით დათბილული ნაჭერი. ჩვენს შემთხვევაში მისი ზომა 100X150 სმ-ია.
რაც შეეკება დეკორატიულ ნაჭერს, იგი ცოტა მეტი

უნდა გამოჭრათ, თითოეულ ნაკეცზე დაახლოებით 2 სმ გაითვალისწინეთ.


სწორ ზედაპირზე გაუმჭვირვალე ნაჭერი უკანა მხრიდან დადეთ, დეკორატიულ ნაჭერს ზედაპირი შიგნითა მხარეს მოუქციეთ. გადაუკეცეთ გვერდები და შეკერეთ სამი მხარე, გადმოატრიალეთ მიღებული ტომარა და ნაკერები გაუთოვეთ.

 
ტომარაში ჩადეთ სითბოსამრეკლავი მატერია. კარგად გაასწორეთ.
სამივე ფენა ქინძისთავებით დაამაგრეთ, კიდეები შიგნით შეუწიეთ და შეკერეთ.


თბილი ფარდა მზადაა, ჩამოკიდეთ და დარწმუნდით, რომ ტყუილად არ გიწვალიათ და ოთახში მართლაც სითბო შენარჩუნდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები