ქსოვა გეხერხებათ ან ძველი ჯემპრები მოგიგროვდათ? - შექმენით მოდური ჩანთა!

სულ უფრო პოპულარული ხდება ხელით შექმნილი ნივთები, ზამთარი კი ნაქსოვი სამოსისა თუ აქსესუარის სატარებლად ყველაზე კარგ სეზონად მიიჩნევა. ბოლო დროს ბევრ მოდის სახლს აქვს წარმოდგენილი ძალიან  მოდური და მიმზიდველი ნაქსოვი ჩანთები. თუმცა არც ერთი არ ღირს ძალიან იაფი, თანაც, ხშირად გვინდა, ექსკლუზიური ნივთები გვქონდეს და სხვას არ ეჭიროს მსგავსი აქსესუარი. სწორედ ასეთებისთვის, ასევე ხელმარჯვე ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ქსოვა ან რაღაცების გადაკეთება, კარგი იდეაა ჩანთის თავად მოქსოვა ან ძველი ნაქსოვი ჯემპრებისა თუ ჟაკეტების გამოყენება. მთავარია, ჩანთის ზედა ნაწილი და სახელურები მოიძიოთ,

ძველ ჩანთას მოაძროთ ან იყიდოთ, ან სულაც სახელურებიც ნაქსოვი ჰქონდეს და მხოლოდ ელვაშესაკრავი დაგჭირდებათ. ერთი სიტყვით, აქ ბევრი იდეაა და თარგებიც, შეარჩიეთ სათქვენო და შეუდექით! შეგიძლიათ, თქვენი ნამუშევრები გამოგვიგზავნოთ და სხვებს თქვენი ჩანთების ფოტოებიც გავუზიაროთ.

 ასევე ძველი ჯემპრები გამოგადგებათ დეკორატიული ბალიშის შესაქმნელად.

კომენტარის დამატება