როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ძველებური ბროლი

არც ისე დიდი ხნის წინ ნებისმიერ თავმომწონე დიასახლისის მისაღებს ამშვენებდა ბროლის ნივთები, რომელსაც დღესასწაულებზე სიამაყით და რუდუნებით გამოამზეურებდნენ ხოლმე.


დღესდღეობით კი ბროლის ჭურჭელმა თითქოს დაკარგა ფასეულობა და მტვრის ბუდედ იქცა. თანამედროვე დიასახლისებმა არც კი იციან, რა მოუხერხონ ამ მემკვიდრეობით გადმოცემულ ავლადიდებას.


ჰოდა, ჩვენ შემოგთავაზებთ იდეებს, რა შეიძლება მოუხერხოთ ბებიების დანატოვარს, თუ მას ვერ იყენებთ, როგორც ჭურჭელს.

ბროლის ჭურჭლითა და საკუთარი ხელით ძალიან მარტივად შესანიშნავი აქსესუარების გაკეთებაა შესაძლებელი. 

ამისთვის დაგჭირდებათ:
  • ბროლის ჭურჭელი
  • შუშის ქვები
  • სილიკონის წებო
  • ფანჯრის ჩარჩო
  • საკიდები და ჯაჭვები



პირველ რიგში შეარჩიეთ შესაბამისი
ჭურჭელი თანაბარი კიდეებით. ამისთვის გამოგადგებათ როგორც ბრტყელი ჭურჭელი, ისე სასალათეები. კარგად გათვალეთ, როგორი მონახაზი გინდათ, რომ მიიღოთ და დააწებეთ სიბრტყეზე სილიკონის წებოთი.


ნაპრალები შუშის ქვებით ამოავსეთ. მსგავსი აქსესუარი დაამშვენებს როგორც სახლს, ისე ბაღს.


ის ძალიან კარგად თამაშობს შუქზე. შესანიშნავია ფანჯრებზე განსათავსებლადაც.


მთავარია, საქმეს ფანტაზიით მიუდგეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები