როგორ შეიძლება სახლში საპნის დამზადება? - ძველი სვანური მეთოდი

ბევრმა არ იცის, რომ სვანეთში საპონს ამზადებდნენ. სახლის პირობებში მომზადებული საპონი არაჩვეულებრივი სარეცხი და დასაბანი საშუალება იყო. მის დასამზადებლად საჭირო იყო მხოლოდ ნაცარი და ღორის ან საქონლის ქონი.

თავდაპირველად აგროვებდნენ დიდი რაოდენობით წიფლის ხის ნამწვისაგან მიღებულ ნაცარს, რადგანაც იგი მოთეთრო ფერისაა. შემდეგ მოათავსებდნენ გოდორში ან ნახვრეტებიან ჭურჭელში, შუაში ამოაღრმავებდნენ და შიგ პერიოდულად თბილ წყალს ასხამდნენ, ნაცარი წყლით იჟღინთებოდა და ჩამონაწური წყალი ქვეშ მდგარ ჭურჭელში გროვდებოდა, რომელსაც თან წვრილი ნაცრის ნალექი მოჰყვებოდა.

ამ ნაცრიან წყალს „ჰერამი" ჰქვია, მას მათეთრებლა

დაც იყენებდნენ. შემდეგ „ჰერამს“ ქვაბში ასხამდნენ და ცეცხლზე შემოდგამდნენ, დიდხანს ადუღებდნენ, სანამ არ განახევრდებოდა და სქელი მასა დარჩებოდა, ამის შემდეგ უმატებდნენ საქონლის ან ღორის ქონის გარკვეულ დოზას, ეს დამოკიდებული იყო ნაცრის მასაზე.

ზოგან ასეთ საპონს დღესაც ამზადებენ და ამბობენ, რომ თუ ქონი აკლია, საპონი ფშვნადია და რეცხვისას თეთრ ლაქებს ტოვებსო, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქონი საჭირო რაოდენობით დაემატოს. ამ ნაცრისა და ქონის ნაზავს ისევ ხარშავენ, სანამ მასა ცომივით სქელი გახდება, შემდეგ ათავსებენ პატარ-პატარა ყალიბებში, ფორმის მისაღებად, საიდანაც მალევე, თბილს გადმოაგდებენ და შეახვევენ პირსახოცში. ამ პირსახოცში გახვეულს ტკეპნიან და ამაგრებენ, შემდეგ აწყობენ ფიცრის ნაჭერზე გამოსაშრობად.

ასე მომზადებული საპონი დიდხანს ინახება, ოჯახი ერთ მოხარშვაზე 3-4 თვის მარაგს ხარშავდა, რადგანაც საპნის საბოლოო დასრულებას დაახლოებით 5-8 დღე სჭირდება და შრომატევად საქმეს წარმოადგენს. ადრე ხშირად რამდენიმე ოჯახი ერთად ხარშავდა საპონს, საქმე რომ გაეადვილებინათ.

კომენტარები

tamuna 2019-12-11 19:46
bebiachemi xshirad amzadebda saxlshi tviton xarshavda
ბაია 2019-10-17 18:39
მეგრელი ბიცოლა მყავს. სახლში აკეთებდა საპონს. როგორ მწყდება გული რომ არ ვისწავლე.
ეკა წულუკიძე 2019-02-05 23:03
მოგესალმებით.კარგი იქნება რომ დაიცვათ და პატივი სცეთ საკუტრების უფლებას და მიუთითოთ წყარო საიდანაც თქვენ ეს ინფორმაცია გააზიარეთ.ეს საპნის რეცეპტი ჩემი ჩაწერილია და განტავსებული ინტერნეტ სივრცეში:http://sofelifari.blogspot.com/
პატივი უნდა სცეთ სხვის ნაშრომს და საკუთრებას.
მარსაჰლლ 2016-11-30 17:29
ინგრედიეტები რაარის და რა დოზებით?
ABC 2016-03-21 15:59
კახეთშიც ხარშავდა ხოლმე ბებიაჩემი. მართლა კარგი საპონი იყო, მაგრამ სუნს ვერ ვიტანდი :(

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები