როცა დედას ფული არ აქვს: სამ შვილს დედამ ოცნების საწოლი თავისი ხელით გაუკეთა

თუ ოდნავ მაინც გაქვთ ფანტაზია, ინტერიერის ნივთის შექმნა არ გაგიჭირდებათ, თუნდაც ეს ნივთი საწოლი იყოს.
სარა ბარტონი სამი შვილის დედაა. სახლი არც ისე დიდი აქვს, როგორიც სჭირდება. სამივე ბავშვის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ოთახია. თავდაპირველად ოთახში მთელ პერიმეტრზე სამი ერთადგილიანი საწოლი იყო განთავსებული, თუმცა, სივრცის ეკონომიის თვალსაზრისით, ეს საუკეთესო ვარიანტი როდია.


დედა წუხდა იმის გამო, რომ მისი შვილების სათამაშო ზონა ძალიან შეზღუდული იყო. მრავალშვილიანი დედა უბრალოდ ოცნებობდა ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე და ინტერნეტ მაღაზიებში ყურადღებით ეძებდა სამიარუსიან საწოლს, რომელიც ადგილის დაზოგვის საშუალებას
მისცემდა. სამწუხაროდ, შესაფერისი ვერაფერი მოიძია, ან მოდელი იყო ძალიან დიდი გაბარიტების ან ფასი იყო მისთვის მიუწვდომელი.
სარამ გადაწყვიტა პრობლემა თავად მოეგვარებინა და სამიარუსიანი საწოლი საკუთარი ხელით გაეკეთებინა.

მან აიღო ორადგილიანი საწოლის რამდენიმე კარკასი, დადო იატაკზე მატრასი და დააშენა მეორე საწოლი. მესამე საწოლი კი სხვა კუთხეში განათავსა, რათა ბავშვებს მეტი ადგილი ჰქონოდათ და ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. ყველაზე მაღალ, მესამე საწოლთან კიბე გააკეთა.



მიღებული შედევრის ფოტო ბარტონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ ხალისობენ ბავშვები ახალ საწოლში, ისინი ბედნიერები არიან. კომენტარებში კი აღნიშნა, რომ მსგავსი მოდელი ინტერნეტ მაღაზიებში არ უნახავს და ამაყობს იმით, რომ სამიარუსიანი საწოლის გაკეთება საკუთარი ხელით მოახერხა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები