როგორ მოვქსოვოთ პატარა ხალიჩა ხელით, ჩვეულებრივი ნაჭრებისგან - საოცარი იდეა

ყველა ოჯახში არის მოძველებული, დახეული თუ უსარგებლო სამოსი, რომელიც გადასაყრელად გენანებათ. არც უნდა გადაყაროთ. ძველი, განსაკუთრებით ფერადი და წელვადი მაისურები, კოლჰოტები თუ პიჟამები, შეგიძლიათ დაჭრათ, ერთმანეთზე გადააბათ, როგორც ეს ვიდეოგაკვეთილშია მოცემული, და ათასგვარი ფორმისა თუ ფერის, ზომისა და ფუნქციის პატარა ნოხი მოქსოვოთ ყაისნაღით თუ სქელი ჩხირებით. შეგიძლიათ, ეს პატარა ნოხები გამოიყენოთ ძველ სკამზე დასადებად, სააბაზანოსთვის, ბავშვის ოთახში, მისაღებ ოთახშიც შეიძლება მისი მოთავსება, თუ მისი ზომა და ფერები დაგაკმაყოფილებთ.

მთავარია, რომ ეს იქნება თქვენი ხელით შექმნილი, თქვენი ფანტაზიით

და გაცილებით უფრო თბილი და საყვარელი, ვიდრე ნაყიდი ნივთი. იხილეთ ვიდეო

კომენტარის დამატება