ვინ არის "ანგელოზების მუზემის" მასპინძელი: ქალი, რომელიც ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნავს - "დეკემბერი ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდია"

ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ სივ­რცე­ებ­ში იგ­რძნო­ბა, სა­დაც სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნი­ან სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რებს, სა­თა­მა­შო­ებს, სამ­შვე­ნი­სებს. ან­გე­ლო­ზე­ბის და­ხატ­ვა, სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის­გან მათი შექ­მნა ენდი მე­ყან­წიშ­ვი­ლის­თვის უმ­თავ­რე­სი საქ­მი­ა­ნო­ბაა და "ან­გე­ლო­ზე­ბის მუ­ზე­უმ­ში" ამ სა­ა­ხალ­წლო­დაც სა­ო­ცა­რი გან­წყო­ბაა. იქ სა­ა­ხალ­წლო ელ­ფე­რის უამ­რამ­თა­ვა­რი ან­გე­ლო­ზია თავ­მოყ­რი­ლი.

შე­მოქ­მე­დი ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, რომ მის­მა ქმნი­ლე­ბებ­მა ფრთა­შეს­ხმულ სიმ­სუ­ბუ­ქეს­თან ერ­თად, სიმ­შვი­დე მო­უ­ტა­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის ძა­ლი­ან დიდი თე­რა­პი­აა...

"მა­ნამ­დეც მშვი­დი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა მგო­ნია, რომ უფრო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი გავ­ხდი. ჩემს გარ­შე­მო ჩვენს სივ­რცე­ში შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ამ ემო­ცი­ას გა­ნიც­დი­ან. ეს არის ყვე­ლას­თვის
ძა­ლი­ან მყუდ­რო ნავ­სა­ყუ­დე­ლი. მუ­ზე­უმ­ში მო­სუ­ლებს აქე­დან გას­ვლა უჭირთ. ამ­ბო­ბენ, რომ აღ­მოჩ­ნდნენ ზღა­პარ­ში და ამ­გვა­რად, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის, მხატ­ვრე­ბის, მე­გობ­რე­ბის, სტუმ­რის მას­პინ­ძე­ლი ვარ,“ - გვე­უბ­ნე­ბა ენდი მე­ყან­წიშ­ვი­ლი.

"რა­ტომ ან­გე­ლო­ზე­ბი? ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ან­გე­ლო­ზე­ბი და­დე­ბით ენერ­გი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. მერე ან­გე­ლო­ზე­ბის მუ­ზე­უ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის და ამ სა­ხელ­წო­დე­ბის მუ­ზე­უ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დეც არ გვქონ­და. ახლა კი 5 წე­ლია არ­სე­ბობს...

მკი­თხეთ, ან­გე­ლო­ზე­ბის ხატ­ვას რა ენერ­გია მო­აქვს თქვენ­თვი­სო? ხატ­ვის პრო­ცე­სი ყო­ველ­თვის ემო­ცი­უ­რია. ხში­რად შე­მი­ნიშ­ნავს, რომ ხატ­ვის დროს მე­ღი­მე­ბა. გული მიჩ­ქარ­დე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა მე­უფ­ლე­ბა. ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა ამ ემო­ცი­ას უკვე დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის სა­ხე­ზეც რომ ვხე­დავ,“ - აღ­ნიშ­ნავს მხატ­ვა­რი.

- ისე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი გაქვთ, რომ ადა­მი­ა­ნებს ახა­ლი წლის გან­წყო­ბას თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლად უქ­მნით...

- ახა­ლი წელი და გან­სა­კუთ­რე­ბით დე­კემ­ბე­რი ჩემ­თვის, უსაყ­ვარ­ლე­სი პე­რი­ო­დია. ეს ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც ნათ­ლად ჩანს. რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­გან ყო­ველ­თვის ვის­მენ გა­სა­ო­ცარ სი­ტყვებს - "ზღა­პარ­ში მოვ­ხვდით", "აქე­დან გას­ვლა აღარ გვინ­და", "აქ დრო ჩერ­დე­ბა" - ეს ემო­ცია შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ამი­ტომ მუ­ზე­უმ­ში მუ­დამ ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­გორც ვთქვი, დე­კემ­ბერ­ში. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები