სახლის ინტერიერი ადამიანის ხასიათს განსაზღვრავს

ადამიანები საკუთარ სახლში თავს დაცულად გრძნობენ, საკუთარი 4 კედელი ურჩევნიათ ყველაფერს, იქ გრძნობენ თავს კომფორტულად. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სახლს ადამიანი თავისი გემოვნებით და განწყობით აწყობს, რაც ქვეცნობიერად განსაზღვრავს ადამიანის ფსიქოლოგიურ კომფორტს. ასე რომ, შერჩეული ინტერიერის მიხედვით ადამიანის პიროვნული თვისებების განსაზღვრა ძალიან ადვილია.

1. მინიმალიზმი – თვითორგანიზება და დისციპლინა

მინიმალისტურ სტილს მაღალი თვითორგანიზების მქონე პიროვნებები ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის ეს მიმდინერაობა დღესდღეობით ძალიან პოპულარულია, ის ყველასთვის განკუთვნილი არ არის. ასეთი ინტერიერის პატრონი ყველა ნაბიჯს წინასწარ საზღვრავს და ცხოვრობს წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით.

ასეთი ადამიანი ყველა დეტალს და წვრილმანს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

2. კლასიკა და ბაროკო – კეთილშობილება და მიზანსწრაფულობა
კლასიკური ინტერიერი ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტურია. ეს სტილი არ მიჰყვება მოდის თანამედროვე ტენდენციებს, თუმცა პოპულარობით მაინც სარგებლობს. ასეთი სტილის მიმდევარი ადამიანი გამოირჩევა კეთილშობილებითა და მიზანსწრაფულობით. ამ ადამიანს ერთნაირად აინტერესებს პოლიტიკა, კულტურა და ხელოვნება. ასევე უყვარს მდიდრული ნივთები.

3. ვინტაჟი – ყურადღება წვრილმანებს
ყველა ადამიანს როდი ძალუძს გაცვეთილი სიძველეებით ტრფობა. ვინტაჟს არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანები ირჩევენ. ასეთი ადამიანები დეტალების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან. წვრილმანებისადმი სწრაფვა განსაზღვრავს მათ სულიერ მდგომარეობასა და მისწრაფებებს. აქსესუარები ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვინტაჟის მოყვარულებმა ყოველთვის ძალიან კარგად იციან, რა უნდათ ცხოვრებაში და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.

4. ლოფტი - დამოუკიდებლობა, თავისუფლება და შემოქმედება
ეს სტილი იმ ადამიანების არჩევანია, რომლებიც აფასებენ დამოუკიდებლობას და პირად თავისუფლებას. მათ არ აშინებთ ექსპერიმენტები და უშიშრად მისდევენ მოდის ცვლილებებს. ავეჯსა და აქსესუარებს დიდი სიფრთხილით ირჩევენ. ამ სტილის მიმდევრები, როგორც წესი, ხელოვანი ადამიანები არიან.

5. სკანდინავიური ინტერიერი – ურთიერთობა და კომფორტი
სკანდინავიურ ინტერიერში, ისევე, როგორც მინიმალისტურში, ფიგურირებს რაც შეიძლება ნაკლები ავეჯი. სკანდინავიელები კომფორტს სხვანაირად უყურებენ, ისინი კომფორტისთვის მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებს გამოიყენებენ. ამიტომ, სკანდინავურ სტილს ირჩევენ კომფორტის და სიმყუდროვის მოყვარული ადამიანები. მათ უყვართ სტუმრები, მეგობრები. ასეთი ადამიანები არიან კეთილები და თბილები. უყვართ ურთიერთობები.

6. იაპონური დიზაინი – ვისაც არ უყვარს ცხოვრების გართულება

იაპონური სტილის აღქმა ევროპელებს უჭირთ. ამ დიზაინს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებენ და საკუთარი მიზნის მისაღწევად უკან არასდროს იხევენ. ასეთი ადამიანები აფასებენ უბრალოებას და არ ირთულებენ ცხოვრებას ათასი წვრილმანის გამო.

7. ინდური ინტერიერი - გამოუსწორებელი ოპტიმისტი
ინდური ინტერიერი ადვილი ამოსაცნობია მკვეთრი ფერებითა და აქსესუარებით. ასეთ სტილს ირჩევენ მხიარული, ხალასი ადამიანები, რომელთათვის ყოველი დღე დღესასწაულია. ასეთი ადამიანები ოპტიმიზმით შეჰყურებენ მომავალს და ყოველდღიურობისთვის ირჩევენ კომფორტს.

8. ეკლექტიკა - შეხამება შეუხამებელთან

ეკლექტიკა ერთმანეთში აერთიანებს მკვეთრ და სადა ფერებს, ულტრათანამედროვე და კლასიკურ ავეჯს, დეკორის სხვადასხვა სტილს, ასეთ სტილს ირჩევენ მხიარული, კრეატიული და ენერგიული ადამიანები. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ მათ უნდათ ყველაფერი და ძალიან სწრაფად.

9. შები შიკი – დიზაინი ალტრუისტებისთვის

ეს არის ჰაეროვანი, დახვეწილი სტილი, დეტალებისა და აქსესუარების ჰარმონიული შერწყმა. ამ სტილს ირჩევენ პოზიტიური და კეთილი ადამიანები. ასეთი სტილის მიმდევrრები ხშირად ივიწყებენ საკუთარ თავს და ზრუნავენ სხვებზე.

10. კოლინიალური სტილი – ვინც მყარად დგას საკუთარ აზრზე
ეს სტილი ითვალისწინებს ისეთი აქსესუარების შერწყმას, რომლებიც ერთმანეთს ხშირად არ შეესაბამება. ასეთ სტილს ირჩევენ მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარული ადამიანები. ეს ადამიანები ასევე გამოირჩევიან მტკიცე ნებისყოფით, ყოველთვის მტკიცედ იცავენ საკუთარ პოზიციას.

ინტერიერი ადამიანის სულიერი სამყაროს სარკეა. უცხო ადამიანთან სტუმრად მისულს, თავისუფლად შეგიძლიათ მისი შინაგანი სამყაროს გამოცნობა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები