როგორ გადავახალისოთ მისაღები ოთახი ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშე _ 8 მარტივი ხრიკი


სიმყუდროვე და სახლის სტილი ყოველთვის ფინანსურ მდგომარეობაზე როდია დამოკიდებული. დიზაინერები გვთავზობენ საკმაოდ მარტივ ხრიკებს, რაც მთავარია ეკონომიურს, რათა თქვენს სახლს სიმყუდროვე შემატოთ.

სქელი ფარდები უფრო მდიდრულად გამოიყურება

ფარდები შთაბეჭდილებების ნახევარს ქმნის. თუ ძვირფასი ტექსტილი თქვენს ბიუჯეტს
ვერანაირად ერგება, შეარჩიეტ ერთტონიანი ფარდა, სადა ფერის, უმჯობესია იყოს ბეჟი ან ნაცრისფერი. ღადგან სქელი ფარდები უფრო მდიდრულად გამოიყურება ვიდრე თხელი გირჩევთ არჩევანის შემთხვევაში ყურადღება სწორედ სქელ ფარდებზე შეაჩეროთ.

ხალიჩა

ნუ შეგაშინებთ ხალიჩა, თანამედროვე, სადა, გემოვნებით შერჩეული ხალიჩა თქვენს ოთახს მხოლოდ სიმყუდროვეს შესძენს. მთავარია ის
სადა იყოს, მინიმალიზმი ყოველთვის მოდაშია.

ბალიშები

ბალიშები უმჯობესია ფარდის ან ხალიჩის ფერის შევარჩიოთ.

განახლებული ავეჯი

რბილი ავეჯი ხშირად კარგავს ფერს და ცვდება. ეს ნუ შეგაშინებთ. შეგიძლიათ განაახლოტ ავეჯი, შეუცვალოთ შალითები და მინიმალური დანაკარგებით ახალი ავეჯი მიიღოთ.

ჟურნალის მაგიდა საკუთარი ხელით

ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ხელნაკეთი ნივთები. ჟურნალის მაგიდის საკუთარი ხელით გაკეთება ინტერნეტის წყალობთ უკვე არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
ამიტომ გირჩევთ შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები ვარიანტი და საკუთრაი ხელით შექმნათ თქვენი ექსკლუზიური ვარიანტი.

თვალი ადევნეთ იდეებს და შეიძინეთ ინტერნეტით

თვალი ადევნეთ გლამურულ ჟურნალებს, თანამედროვე მოდის ტენდეციებს, უსმინეთ ინტერიერი დიზაინერებს, თუმცა თუ რამის შეძენას გადაწყვეტთ გირჩევთ ეს ინტერნეტით გააკეთოთ.

განათება

განათება, სტილი და სიმყუდროვე ერთ მთლიანს ქმნის. მყუდრო სახლი კარგი განათების და მაგიდის სანათის გარეშე წარმოუდგენელია, ამას დიდი ყურადღება მიაქციეთ.

დაამშვენეთ კედლები ფერწერული ტილოებით

2019 წელს ხელოვნებით ტკბობა მხოლოდ კოლექციონერებისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი. მონეს და ვან გოგის ნამუშევრების კედელზე დაკიდება პრობლემას აღარავისთვის წარმოადგენს, ამისთვის მხოლოდ ტილოს შერჩევა და შეკვეთის მიცემაა საჭირო, რათა ნახატი დაგიბეჭდონ. ესეც, რაღა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია.

კომენტარის დამატება