როგორ გამოვიყენოთ ინტერიერში მუქი ფერი


სამზარეულო, სასადილო, აბაზანა და სხვა ოთახები მუქ ფერში? ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა ის აუცილებლად გაამართლებს.
მიუხედავად იმისა, რომ მუქი ფერი ცოტა რთულად მოსავლელია, მალე ხუნდება მზეზე, გადაღების სურვილის შემთხვევაში საკმაოდ გაწვალდებით, უარს ნუ უტყვით, რადგან მუქ ინტერიერს თავისი პლუსებიც აქვს.



ბოლოსდაბლოს ეს მხოლოდ საღებავია და თუ არ მოგეწონებათ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ღია ფერს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა გამოიყენოთ მუქი ფერი ინტერიერში.

1. ზომას მნიშვნელობა არ აქვს

ნუ შეუშინდებით მუქი ფერის გამოყენებას პატარა ზომის ოთახში. მუქი ფერის კედლების
განეიტრალება ღია ფერის ავეჯით არის შესაძლებელი.

2. აქცენტი სივრცეზე გააკეთეთ

მუქი ფერი ხშირად სივრცეს იმაზე მეტად აცენს ვიდრე რეალურად არის. ოთახის ცნტრში ღია ფერის ნივთები განალაგეთ, რათა აქცენტი მასზე გადაიტანოთ და მუქი ფერი თვალშისაცემი არ იყოს.

3. დაბალი ჭერი? გამოიყენეთ პლინტუსი

თუ ოთახში დაბალი ჭერია პლინტუსივ ჭერის ფერში გადაღებეთ, ასე თვალს ძალიან მარტივად მოატყუებთ.

4. დაიწყეთ მცირეთი 



თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მუქი ფერი სწორედ ის არის რაც გსურთ გირჩევთ ცდა ყველაზე პატარა ოთახში ჩაატაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოთ სახლშუ გლობალური ცვლილებები.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები