შეცდომები, რომელიც არ უნდა დაუშვან პატარა ბინის მფლობელებმა

ყველას როდი აქვს საშუალება, დიდ ბინაში იცხოვროს. ხშირ შემთხვევაში მცირეგაბარიტიან სახლში გვიწევს სიმყუდროვის შექმნა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.

საქმე კიდევ უფრო რთულდება მაშინ, როცა ჩვენდაუნებურად ინტერიერის მოწყობის დროს უხეშ შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე.
როგორც ყოველთვის, შევეცდებით ამჯერადაც გაგიწიოთ დახმარება და მოგცეთ პროფესიონალური რჩევები, რათა თავი აარიდოთ მსგავს უხეშ შეცდომებს.

1. ოთახის გადატიხვრა


ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ ერთოთახიანი სახლის გადატიხვრას დამატებითი ოთახის მოწყობის მიზნით, თუ ეს აუცილებელია, ოთახი ზონებად მხოლოდ ვიზუალური ეფექტის ხარჯზე შეგიძლიათ დაყოთ ფარდით, ავეჯით ან
სტელაჟით.


2. სასადილო ოთახისა და სამზარეულოს გაერთიანება
თუ სახლში ორი ან ორზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თავიდანვე გირჩევთ, ამ იდეაზე უარი თქვათ.


3. ბევრი ავეჯი


ერთოთახიან ბინაში ბევრი ავეჯი ფუფუნებაა, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი. უარი თქვით მასიურ ავეჯზე, სავარძლებსა თუ სკამებზე.

4. მრავალდონიანი ჭერი

მრავალდონიან ჭერზე ერთოთახიან ბინაში არც კი იფიქროთ, ჩათვალეთ, რომ ეს იდეა აბსურდულია, სადა თეთრ ჭერს ამ შემთხვევაში ვერაფერი შეედრება.


5. საწოლზე უარის თქმა

არსებობს ერთგვარი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთოთახიან ბინაში საწოლის ადგილი არ არის. ასეთი ბინის მეპატრონეები უპირატესობას ყოველთვის გასაშლელ დივანს ანიჭებენ ხოლმე, თუმცა მალევე ხვდებიან, რომ ამით მათი ძილის ხარისხი საგრძნობლად უარესდება.
აბა, სცადეთ და საწოლი ტრანსფორმერი შეიძინეთ.


6. კრემისფერი ინტერიერი


მიუხედავად იმისა, რომ კრემისფერი ყველაზე უპრეტენზიო და კლასიკურ ფერად მიიჩნევა, ის ძალიან მოსაწყენია და ინტერიერის გაფორმების დროს გირჩევთ არჩევანი სხვა ნებისმიერ ფერზე შეაჩეროთ, ეს აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

კომენტარები

zen 2019-10-22 11:26
ბეჟი ფრანგულია
რუსუდანი 2019-10-22 09:59
"ბეჟი" ქართულად კრემის ფერია, ვწეროთ გამართულად.
სტატუს ქუო 2019-10-21 19:23
beJi rusulia.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები