9 ნივთი სახლში, რომელიც ხასიათს გვიფუჭებს


ხშირად ადამიანის ცუდი ხასაითის მიზეზი შეიძლება იყოს არა კონფლიქტი ოჯახში ან პრობლემები სამსახურში, არამედ ნივთები სახლში.
აბა, გადახედეთ, თქვენც ხომ არ გაქვთ ეს ნივთები სახლში და თქვენზეც ხომ არ მოქმედებს ნეგატიურად.

1. ოჯახური რელიქვიები და საჩუქრები



ძალიან ხშირად სახლში უამრავი ისეთი ნაჩუქარი ნივთი გვაქვს რომელთაც რეალურად არასდროს ვიყენებთ. ის ადგილს იკავებს და ნეგატიურად განგვაწყობს. თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ნამდვილად ასეა და ესა თუ ის ნაჩუქარი ნივთი არაფერში გჭირდებათ მოიშორეთ თავიდან და გაათავისუფლეთ ადგილი.

2. ბავშვის სათამაშოები



ხშირად გვენანება ხოლმე ბავშვების
ფუმფულა სათამშოების გადაყრა,რომელიც შესაძლოა წლებია გქონდთ. გარდა იმისა, რომ ის უბრალოდ მტვრის ბუდეა, რეალურად არაფერში გჭირდებათ, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ დაფიქრდეთ, იქნებ ჯობს თავიდან მოიშოროთ.

3. წიგნები, რომელსაც არასდროს წაიკითხავთ



გადახედეთ ასევე წიგნის თაროს, თუ ისეთ წიგნებს აღმოაჩენთ, რომლისთვისაც წლებია ხელი არ მოგიკიდიათ სავარაუდოდ არც მომავალში წაიკითხავთ, თქვენ ის უბრალოდ არ გაინტრესებთ, ჰოდა, გააჩუქეთ ისინი და გაათავისუფლეთ ადგილი.

4. ტელევიზორი



ტელევიზორი აკრძალული ნივთი ნამდვილად არ არის, მაგრამ დაუკვირდით, მუდმივად მაღალ ხმაზე ჩართული ტელევიზორი აღიზიანებს ნერვულ სისტემას და საოჯახო საქმმების კეტების დროსაც აფერხებს ადმიანებს.

5. სარკეები



რა თქმა უნა, სარკე ყველა ოჯახში უნდა ოყოს, განსაკუთრებით შესავლელსა და აბაზანაში, მაგრამ გადაჭარბებული რაოდენობით სარკე სახლს მისტიურ იერს სძენს და ადამიანს თრგუნავს.

6. კოლექცია, რომელიც აღარ გახარებთ



მაგნიტების, მონეტების, ფულის კუპიურების, ქანდაკებების კოლექციები, რომელიც თავის დროზე ძალინ გვახალისებდა, მაგრამ მოძველდა და მათი დანახვა არ გახარებთ. ასეთი ნივთები ჯობს გააჩუქოთ და ახალი გატაცება გამონახოთ.

7. ასალაგებელი საწოლი



ბევრ ადამიანს საინტერესო პოზიცია აქვს, რა საჭიროა საწოლის ალაგება თუ საღამოთი ისევ უნდა დავწვეთ. ძალიან ლოგიკურად ჟღერს, თუმცა იმავე ლოგიკის თანახმად რა საჭიროა ჭურჭლის ან ტანსაცმლის გარეცხვა, ხომ მაინც დაისვრება.
ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ალაგებული საწოლო ადამიანს უფრო მშვიდს და ორგანიზებულს ხდის.

8. გამოუყენებელი მასალა ჩვენი ჰობისთვის



ხშირად არის, რომ წლობით გვილაგია ბისერები, მძივები, ზაფები და ხელი არ მოგვიკიდია. ე.ი ეს ნივთები არ გვჭირდება. გააჩუქეთ თამამად.

9. მძიმე ფარდები



ტექსტილის ასეთი ვარიანტი იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ თქვენი საძინებელი ძალიან მზიანია. სხვა შემთხვევში რაც უფრო თხელი და ჰაეროვანია თქვენი ფარდები მით კარგად იგრძნობთ თავს.

კომენტარის დამატება