სადღესასწაულო ატმოსფეროს გზამკვლევი - მდიდრული საახალწლო ინტერიერები

დღესასწაული თქვენს სახლში რომ შემოვიდეს და შესაბამისი ატმოსფერო შეგიქმნათ, საზეიმო დეკორაციების მზადებას შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ.

თეთრი

თუ კედლის ძირითადი ფერი თეთრია, სათამაშოები და დეკორატიული ნივთები შეარჩიეთ ვერცხლისა და ყინულისფერი თეთრი. „მოყინული“ ნაძვის ხე თავს ყინულის სასახლეში გაგრძნობინებთ.

ოქროსფერი და ლურჯი

ეს სადღესასწაულო ფერების კარგი შეხამებაა. სანთლების თბილი შუქი სადღესასწაულო გარემოს მეტ სიმყუდროვესა და ცოტა იდუმალებას შესძენს.

მდიდრული კლასიკა

როგორც სამეფო სასახლეშია. ოქრო, გაჯერებული წითელი და მწვანე ფერებით - ამ სამი ძირითადი ფერით შეგიძლიათ უსასრულოდ იხელძღვანელოთ.

ოქროსთან შეხება

ოქროსფერი შესაფუთი ქაღალდი,
ბურთები და გირლიანდები, თბილი ყვითელი ფერის განათება საახალწლო ზრაპარს ქმნის. არ დაგავიწყდეთ მსგავს ფერში გადაწყვეტილი მაგიდის საფარი.

კომენტარის დამატება