რჩევები, როგორ გავალამაზოთ აივანი ან ვერანდა

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ყველას უჩნდება სურვილი მაქსიმალურად ღია სივრცეში გაატაროს დრო. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შეიძლება ვერ შეძლოთ აგარაკებსა, თუ სხვადასხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე სტუმრობა, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია თქვენი სახლის აივნის მოწყობა. არ აქვს მნიშვნელობა პატარა აივანი გაქვთ, თუ დიდი ვერანდა-ჩვენი რჩევების, სწორი მიდგომისა და ცოტა კრეატიულობის დახმარებით შეძლებთ აივანი, სახლში თქვენთვის ყველაზე საყვარელი ადგილი გახადოთ.
თქვენ შეგიძლიათ, რომ სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაში. მითუმეტეს დღეს, როდესაც ყველაზე აქტუალური თემა და პრობლემა ეკოლოგიაა, გაშინებთ ჰაერი,
რომელსაც სუნთქავთ და არ მოგწონთ ის ხედი, რომელსაც ყოველ დილას ფანჯრიდან უყურებთ. წარმოიდგინეთ რა კარგი იქნება,თუ ყველა თავის გარე სივრცეს გაამწვანებს და გააფერადებს. მოკლედ, დავიწყოთ:
აივნის გასალამაზებლად სასურველია გქონდეთ: მცენარეები, ფერადი ყვავილები, მცენარის ქოთნები, გარე ავეჯი და განათება. ასევე დაგჭირდებათ ადგილი, სადაც ამ ყველაფერს ერთ სივრცეში შეიძენთ, რაც მთავარია იაფად!. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ესეთი ადგილი ჰიპერმარკეტი "გორგიაა", სადაც მცენარეების საკმაოდ დიდი არჩევანია; როგორც გარე, ასევე ოთახის მცენარეები.





აქვე შეიძენთ მათი მოვლისათვის საჭირო ყველა საშუალებას. "გორგიას" ფლორისტები კი სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას, შეგირჩევენ თქვენთის სასურველ მცენარეს და გასწავლიან თუ როგორ მოუაროთ მათ."გორგიაში" გვითხრეს, რომ აივნისათვის ყველაზე შესაფერისი ყვავილებია: ვიოლა-1,50 ლარი, ალისიუმი-2.60 ლარი, როდოდენდრონი,სალვია-2,60 ლარი, ფელისია 5,20 ლარი , ვარდი 12 ლარი, და სხვა. ასევე შეგიძლიათვერანდისთვის შეარჩიოთ დადგათ ულამაზესი ბუჩქები, მაგალითად: ჭანჭყატი-16,60 ლარად, კოწახური-15,50, პიერისი და ა.შ. მწვანე ხელოვნური საფარის ფასი კი 8,50 ლარიდან იწყება.



მცენარეები შესაძლებელია მოთავსდეს როგორც სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მასალის ქოთნებში, ასევე სივრცის ეკონომიისათვის შესაძლებელია გამოიყენოთ ჩამოსაკიდი, აივანზე გადასაკიდი ქოთნებიც, ასევე ქოთნის დასაწყობი დეკორატიული თაროებიც რომლებიც სივრცესაც გამოაჩენს და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი იქნება."გორგიაში"ქოთნების ფასი 1,85 ლარიდან იწყება.
თქვენ შეგიძლიათ აივანზე პატარა ბოსტანიც კი გქონდეთ. დიახ, ბოსტანი. ამისათვის საჭიროა "გორგიაში" შეიძინოთ მიწა და სხვადასხვა ბოსტნეულის თესლები.მათი ფასი მხოლოდ 99თეთრია. მათი მოვლა მარტივია და დიდ ძალისხმევს არ საჭიროებს. წარმოიდგინეთ რა კარგია დილის თქვენს ულამაზეს აივანზე რომ მიირთმევთ ყავას, ხოლო სადილზე თქვენი ხელით იქვე მოყვანილ ბოსტნეულს ამზადებთ. იქვე შეგიძლიათ პატარა ზომის გრილიც დადგათ, რომლის დიდი არჩევანია "გორგიაში".



თქვენს ბინაში მწვანე ოაზისის შესაქმნელად მხოლოდ რამოდენიმე დეტალი დაგრჩათ "გორგიაში" შესაძენი: გარე განათება, რომლის ფასიც 11 ლარიდან იწყება. ულამაზესი დაწნული გარე ავეჯი:მაგიდას 113 ლარიდან ხოლო სკამებს 45 ლარიდან შეიძენთ. სხვათაშორის აპრილში "გორგიაში" დაწნულ საქანელაზე აქციაა და მას 377 ლარიდან შეიძენთ.





თუ თქვენი აივანი სარემონტოა," გორგიაში" გარე მოსაპირკეთებელი საშუალებების ძალიან დიდი არჩევანია, მაგალითად გარე გრანიტის ფასი 15,20 ლარიდან იწყება. დეკორატიული კედლების ფასი კი 12,50 ლარიდან.



მოკლედ ყველაფერი გაქვთ იმისათვის, რომ თქვენი პატარა პერსონალური ოაზისი შეიქმნათ საკუთარ სახლში. მხოლოდ "გორგიაში" მისვლა და ჩვენი რჩევების გათვალისწინება გრჩებათ.

კომენტარები

Shorena 2019-05-20 00:30
Tu shegidzliat chamigdet mownuli magidisa da skamis linki
ნანა 2019-05-07 10:28
მომწონს გორგიას ნივთები, ფულის ნაკლებობა მიშლის ხელს ყიდვაში, თუმცა იმედს არ ვკარგავ
მარინე 2019-05-06 20:20
დიდი მადლობა რჩევისთვის,აუცილებლად შევიძენ ბოსტნეულის თესლს♥
nininko 2019-05-06 15:39
ნიკა გორგიას თხოვთ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას? :)
თინი 2019-05-06 11:15
საუკეთესო რეკლამაა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები