10 ნივთი, რომელიც ყველა მოდურ ინტერიერში უნდა ფიგურირებდეს

თანამედროვე ცხოვრება იმდენად სწრაფად ვითარდება, ყოველდღიურად იმდენი სიახლე გვხვდება, რომ აღარ ვიცით, რაზე შევაჩეროთ არჩევანი. ვეცადეთ შეგვერჩია თანამედროვე, უახლესი ტრენდები, რომელიც ნებისმიერ მოდურ ინტერიერში ფიგურირებს.

1. სარკეებიანი კომპოზიცია

ორი ან ორზე მეტი სარკე, ჩარჩოში თუ ჩარჩოს გარეშე, მოკლედ მთავარია ინტერიერში იყოს სარკე, რომელიც ნებისმიერ სივრცეს თანამედროვედ აქცევს და ოთახს სიხალისეს სძენს.

2. ეტლის შიდა შალითა

მსგავსი ტიპის შალითა საწოლის საზურგეზე თუ დივანზე, რომელიც ეტლის შიდა შალითას წააგავს,  მოდაში მე-19 საუკუნეში შემოვიდა და დღესაც სიმდიდრესა და ფუფუნებასთან ასოცირდება. ასეთი ტიპის შალითებს ძირითადად რბილი
ავეჯისთვის იყენებენ.

3. რამდენიმე პატარა მაგიდა

ე.წ. ჟურნალის მაგიდა, ან ზოგიერთი მას ყავის მაგიდასაც უწოდებს, შესაძლოა იყოს ერთ სტიილში, თუმცა სხვადასხვა ზომის თუ სიმაღლის. ასევე შესაძლოა იყოს აბსოლუტურად თანაბარი გაბარიტების, თუმცა სხვადასხვა ფერის.

4. ჩინური სტილის კარადა

აღმოსავლური და ეთნიკური დეტალები არტ-დეკოს ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხია. მოკრძალებული კომოდი, შესრულებული ჩინურ სტილში ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს დაამშვენებს.

5. მაღალი სტელაჟი

უკვე დიდი ხანია, სტელაჟი მხოლოდ ნივთების შესანახი ადგილი არ არის. მსუბუქ კარკასს შეუძლია ინტერიერი ძალიან მიმზიდველად და ორიგინალურად აქციოს.

6. სკამები არ-დეკოს სტილში

ზუსტი გეომეტრია, მოკრძალებული ფერები და ფორმა დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს.

7. ყურებიანი სავარძელი

სავარძლის ამ ფორმამ უკვე მიიქცია ორიგინალური სტილის მოყვარულთა ყურადღება. ის არის ძალიან მოხერხებული და დახვეწილი. იდეალური გახლავთ განმარტოებისთვის.

8. ერთი შავი ნივთი

მაგალითად დიდი პრიალა საწერი მაგიდა, თან შავი ფერის. შავი ფერი ინტერიერში სტატუსის ნიშანია.

9. ერთი მუქი ლურჯი ნივთი

უახლოესი წლების განმავლობაში ლურჯი ფერი ინტერიერში აქტუალობას არ დაკარგავს. განასკუთრებულად ეფეტურია ამ ფერის რბილი ავეჯის შალითა.

10. რამე ნიკელის ნივთი

არც ფერადი ლითონის ნივთები აპირებს მოდიდან გადასვლას. ნიკელის აქსესუარები სულ იფრო ხშირად გვხვდება თანამედროვე სტილის დიზაინში.

კომენტარის დამატება