როგორ შევქმნათ ისეთი ინტერიერი, რომელშიც სიამოვნებით ვიცხოვრებთ

ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს დილით სამსახურში მიეჩქარება, საღამოობით კი სახლში. სამსახურთან დაკავშირებით ჩვენ ვერ დაგეხმარებით, თუმცა სახლთან მიმართებაში შევეცდებით დახმარების აღმოჩენას, რათა ისეთი ინტერიერი შექმნაTთ, რომ სახლში დაბრუნება ყოველდღე დღესასწაულად გექცეთ.
ბევრს ვსაუბობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ინტერიერი ისე, რომ იყოს მაქსიმალურად ფუნქციური, კაშკაშა, დახვეწილი და ა.შ. აი, კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სასურველი ინტერიერის მოწყობის დროს.

1. ასოციაცია

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ისტორია, ასოციაციების კოლექცია, რომელთაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე.
აი, მაგალითად, ზღვა ზოგიერთი ადამიანისთვის საშიში რამ
არის, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიწვიოს სტიქიური უბედურება, ზოგისთვის კი ზღვის პეიზაჟზე პოზიტიური არაფერია. აქედან შეგვიძლიათ გამოვიტანოთ დასკვნა, რატომ უნდა ზოგს მისაღებში ჰქონდეს ცისფერი, ზღვისფერი დივანი, ზოგს კი არა.
სწორედ ასე შეიძლება მიუდგეს ადამიანი ნებისმიერ ნიუანსს რემოტის დროს, იქნება ეს კედლების ფერი თუ ავეჯი. სახლი თქვენია, იქ თქვენ უნდა იცხოვროთ და აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, როგორ სახლში გინდათ ცხოვრება. თუ მაგალითად, შუშის მაგიდის თავზე დაკიდებული მასიური ჭაღი გაშინებთ, რომ შეიძლება ჩამოვარდეს და რამე ცუდი მოხდეს, ნუ იფიქრებთ ბევრს, მოიშორეთ ეს დისკომფორტი და მოაშორეთ ჭაღი ან შუშის მაგიდა.

2. მოგონებები


აიღეთ მხოლოდ საუკეთესო მოგონებები და გადაანაწილეთ მთელს ინტერიერში. ეს არის არა მარტო თქვენთვის, ეს არის თქვენი მეგობრებისთვის, რომელთაც მიეცემათ საშუალება უკეთესად გაგიცნონ.

3. კავშირი თაობებს შორის


თქვენი შვილის პირველი ფოტო, ბებიის ნაჩუქარი ლამაზი ნახატი, თქვენი ოჯახის წარსული, განსაკუთრებით თუ ის დადებით გრძნობებთან ასოცირდება, უნდა იგრძნობოდეს თქვენს სახლში.

4. ის, რაც უკეთესს გხდით


სიგელები და სერთიფიკატები ძალიან კარგია, თუმცა დოზირებულად. აი იმ საგნებზე კი, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად დაგჭირდებათ თქვენ და თქვენს შვილებს, ეკონომიის გაკეთებას არ გირჩევთ. წიგენები, ველოსიპედი შესაძლოა აქციოთ ინტერიერის საინტერესო ნაწილად.

5. კომფორტი

ეს ნებისმიერი პუნქტის საკვანძო მომენტია. მიუხედავად იმისა, როგორ მოაწყობთ ინტერიერს, პირველ რიგში ის უნდა იყოს აუცილებლად კომფორტული, მოხერხებული. თქვენს სახლში ყველაფერი თქვენზე უნდა იყოს მორგებული.

6. ვარირება

შეიძლება დღეს მარტოხელა ხართ, არ გყავთ ოჯახი და სახლი ისე გაქვთ მოწყობილი, როგორც მარტოხელა ადამიანს შეეფერება, მაგრამ შესაძლოა ხვალ სახლში თქვენს გარდა მეუღლე და შვილები გაჩნდნენ და გირჩევთ ეს მომენტი გაითვალისწინოთ და ინტერიერი ისე მოაწყოთ, რომ ვარირების საშუალება გქონდეთ.

7. ჯანმრთელობა

ეს კი ის პუნქტია, რომელზეც ყველაზე მეტად უნდა იფიქროთ ჯერ კიდევ რემონტის დროს, რათა რამდენიმე წლის შემდეგ სახლიდან გაქცევის სურვილი არ დაგეუფლოთ. ამიტომ გირჩევთ შეარჩიოთ აუცილებლად მაღალი ხარისხის ტექსტილი და სამშენებლო მასალა.

8. პირობა

ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების შესაფერისად უნდა იცხოვროს, თუმცა იმასაც უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს დავამთხვიოთ. საამისოდ კი ნსაჭიროა მოუდმივად განვითარება და წინსვლა. საკუთარ თავს ყოველთვის უნდა აძლევდეთ სტიმულს. აირჩიეთ რამე ნივთი ან თუნდაც მიზანი, რომლისთვისაც იბრძოლებთ და მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ ადრე თუ გვიან ეს ნივთი აუცილებლად იქნება თქვენს სახლში ან ამა თუ იმ მიზანს აიცილებლად მიაღწევთ და საკუთარ თავთან დადებული პირობის შესასრულებლად არ დაიშოროთ ძალა და ენერგია. თქვენი მიზანი აუცილებლად მიღწეული იქნება.

კომენტარის დამატება