როგორი საძინებელი გჭირდებათ კონკრეტულად თქვენ

ალბათ გაგიკვირდებათ და იკითხავთ, რა სიურპრიზებს შეიძლება ელოდოთ ისეთი სტანდარტული ინტერიერისგან, როგორიც საძინებელია. თუმცა, გამოცდლებამ და პრაქტიკამ მრავალი სტანდარტი დაამსხვრია და სანამ საძინებლის მოწყობაზე ფანტაზიას შეუდგებოდეთ, უნდა გაარკვიოთ ერთი რამ: რისთვის გვჭირდება საძინებელი და როგორი უნდა იყოს.


დიდი საძინებელი გჭირდებათ, თუ...

მნიშვნელოვანია განსაზღვროთ საძინებელში გარდერობის ზონაც უნდა გქონდეთ თუ მხოლოდ დასაძინებელი ზონის ფუქციას შეითავსებს. ნივთებსაც სჭირდება კვადრატული მეტრები, იქნება ეს საკიდები თუ კარადები. ფეხსაცმელების კარადა საკმაოდ დიდ ადგილს მოითხოვს. სარკე, ტუალეტის მაგიდა.
დიდი ოჯახი გაქვთ?


ბავშვები, რა თქმა უნდა, დიდი
ბედნიერებაა, თუმცა განმარტოება და სიმშვიდე ყველა ჩვენგანს სჭირდება. ხანდახან ამის გაკეთება მეგობრებთან ერთად გვინდა ხოლმე და თუ ადგილი ამის საშუალებას არ იძლევა, მაშინ საძინებელში მოსასვენებელი ზონაც უნდა მოვიწყოთ.

არის შემთხვევები, როდესაც იძულებულები ვართ საძინებელში სამუშაო ზონაც მოვიწყოთ. თუ არ ხერხდება საამისოდ ყველაზე დიდი ოთახის შერჩევა, გირჩევთ ის გადატიხროთ, ტიხრად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თაბაშირმუყაო, ისე სტელაჟი, ეს აბსოლუტურად თქვენი გადასაწყვეტია.


პატარა საძინებელი გჭირდებათ, თუ...

თუ ამ ოთახის გამოყენებას მხოლოდ დასაძინებლად ფიქრობთ. საძინებელი კი, რომელშიც მხოლოდ უნდა დაიძინოთ, უნდა იყოს მინიმალისტური, მყუდრო, ნიავდებოდეს ადვილად და იყოს პატარა.

თუ ჭერის სიმაღლე იძლევა ამის საშუალებას და არც ზედა სართულზე ძილი გიქმნით დისკომფორტს, შეგიძლიათ საწოლი სამუშაო ზონის თავზე განათავსოთ. ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ სრულფასოვანი მეორე სართული პატარა კიბით. გათავისუფლებული ადგილი კი გამოგადგებათ მაგალითად, სავარჯიშო ზონის მოსაწყობად.

თუ საწოლში კითხვა გიყვართ, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგები არ გვირჩევენ საძინებელში ბიბლიოთეკის მოწყობას, მოიწყვეთ პატარა კუთხე წიგნის წასაკითხად. გაითვალისწინეთ, საყვარელი წიგნების თარო საწოლიდან ხელის გაწვდენაზე უნდა განათავსოთ.

ასევე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, უბრალოდ გვინდა აგიხსნათ, რომ არ არის აუცილებელი, საძინებელი იყოს მაინცდამაინც დიდი ზომის, მთავარია, ის იყოს მყუდრო და მაქსიმალურად კომფორტული. რაც შეეხება ზონებად დაყოფას, აუცილებლად გაითვალისწინეთ მანძილი საწოლსა და ზონებს შორის, გარკვეული დაშორება აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგან ძილი ადამიანის ის ფაზაა, რომელსაც სჭირდება განმარტოება და მაქსიმალური კომფორტი.








კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები