ინტერიერის განახლება რემონტის გარეშე - მარტივი იდეები


ნებისმიერი ინტერიერი ბეზრდება ადამიანს. იმისათვის, რომ თანამედროვე ინტერიერი განაახლოთ და გადაახალისოთ, არსებობს ძალიან მარტივი და რაც მთავარია, ეფექტური ხერხები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომელიც შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ.

1. სანათი


ნეიტრალური ხასიათის ინტერიერს, როგორც წესი, ჭაღსაც ნეიტრალურს ურჩევენ ხოლმე, თუმცა ლაკონური მოსაწყენს როდი ნიშნავს.
აბა სცადეთ და ჭაღი ახალი, ბევრად ეფექტური ან აქცენტებიანი ჭაღით ჩაანაცვლეთ. შესაძლოა ფერი კაშკაშა, მყვირალაც კი იყოს, მაგალითად ალსფერი წითელი, ან სადა ფერი, მაგრამ ბევრი მოდური დეტალი. ერთი სიტყვით, რაიმე გამოკვეთილი შეარჩიეთ და გვერწმუნეთ, ინტერიერი განუმეორებელი გახდება.

2.
შპალერი


ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება ინტერიერის გასაახლებლად შპალერის შეცვლაა. გთავაზობთ ახალი ვარიანტის განხილვას, როდესაც აქცენტი ერთ კედელზე კეთდება. აქცენტი შესაძლოა იყოს მხოლოდ ფერი, ასევე გეომეტრიული ფიგურა და სხვა რამ, ეს ყველაფერი ინტერიერის ხასიათზეა დამოკიდებული.

3. დივნის შალითა


ჯადოსნური ცვლილების მიღწევა მისაღებში მხოლოდ დივნის შალითის შეცვლითაც კი არის შესაძლებელი. თუ მაგალითად, პირველი შალითა სადა და ნეიტრალური იყო, ახლა შეგიძლიათ სცადოთ რამე კაშკაშა და აქცენტირებული.

4. ფარდები


ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ ფარდები ან უბრალოდ დაუმატოთ დამატებით რომაული ან რულონური სტილი. გაგიკვირდებათ, თუმცა ამ არცთუ მასშტაბურ ცვლილებას სრულიად შეუძლია თქვენი ინტერიერის შეცვლა.

5. ხალიჩა


ეს შესაძლოა იყოს იაფი, ძალიან მარტივი და ლაკონური ხალიჩა. მთავრი მოთხონა ფერი ან ორნამენტია. ხალიჩა თითქოს აერთიანებს ინტერიერს , თან ახდენს ზონირებას.

6. ისევ აქცენტი


კარგად მოიძიეთ, შესაძლოა სახლშიც კი გქონდეთ ისეთი ნივთი, რომელსაც მოათავსებთ ჩარჩოში ან სულაც ჩარჩოს გარეშე მიუჩენთ ადგილს რომელიმე კედელზე და ორიგნალურ შედეგს მიიღებთ.

7. ნივთების ბალანსი


ოქროს შუალედის წესი ინტერიერშიც აქტუალურია. ცუდად გამოიყურება როგორც მოცარიელებული, ისე გადატვირთული ინტერიერი. ეცადეთ დაიცვათ ბალანსი.

8. გადაღებეთ


თანამედროვე საღებავები იმდენად ხარისხიანი და მრავალფეროვანია, რომ კედლის გაფუჭება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მიმართეთ ექსპერიმენტებს, შერებთ ნახევარი კედელი, დაახატეთ რამე და ა.შ.

9. კონტრასტი


მაგალითად თანამედროვე ავეჯი ანტიკვარულს შეუხამეთ.

10. მობილური ექსპოზიცია


რეცეპტი მარტივია: შირმა, გორგოლაჭებიანი მაგიდა და ინტერიერის აქსესუარები გემოვნებით.
შირმა ამ შემთხვევაში ერთგვარი ფონის როლს ასრულებს. ამ კომპოზიციის მთავარი ხიბლი ის გახლავთ, რომ მისი განთავსება ნებისმიერ ოთახში არის შესაძლებელი მისი მობილურობის ხარჯზე.

კომენტარის დამატება