6 შეცდომა ბინის დიზაინში, რამაც შეიძლება ინტერიერი დაამახინჯოს

ბოლო დროს ინტერიერის დიზაინში შერეული სტილი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დიზაინერების აზრით, კაშკაშა და ინდივიდუალური სტილის შექმნა მხოლოდ ასე არის შესაძლებელი. თუმცა, ეკლექტიკის შემთხვევაში ძალიან მარტივია ზღვარს გადასვლა და ქაოსის შექმნა. მოდით ვნახოთ, რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ ინტერიერის დიზაინში.

1. ბევრი ავეჯი

სახლის მოწყობის დროს არ გირჩევთ მაგალითად მთლიანი საძინებელი ან სასადილო გარნიტურის შეძენას, ასე სახლი ავეჯი მაღაზიას ემსგავსება. უმჯობესია ყველაფერი ცალკე უყუდოთ, უბრალოდ ერთმანეთს შეუხამოთ. თუ ფურნიტურის შეცვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ უბრალოდ დეტალები გააახლოთ, მაგალითად გადაღებოთ
სკამები სამზარეულოში, დაგვერწმუნეთ, ირგვლივ ყველაფერი სულ სხვაგვარად გამოჩნდება. ან გამოცვალოთ კარადის სახელურები. დაიმახსოვრეთ, რომ ლოფტს შავი უხდება, სკანდინავიურს - თეთრი და დაწნული ელემენტები, ერთი სიტყვით, შეუძლებელია არაფერია, და ისიც იცით ალბათ, რომ ფურნიტურაზე ეკონომიის გაკეთება არ ღირს.

2. ზედმეტი პრიალა ზედაპირი

ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ სახლის განათება, მით უმეტეს ჩრდილოეთის მხარეზე მდებარე ბინის, პრიალა ზედაპირებით არის შესაძლებელი, ასეთი ზედაპირი ხომ მზეს ირეკლავს და სივრცეს ანათებს და ადიდებს. თუმცა ფრთხილად იყავით, არ გადააჭარბოთ. ზედმეტი პრიალა ზედაპირი ინტერიერს სიმყუდროვეს უკარგავს.

3. ჭარბი იმიტაცია

ქვის, ბეტონის, მარმარილოს იმიტაცია ძალიან საფრთხილო თემაა. გადაჭარბებულმა იმიტაციამ შესაძლოა სივრცე ძალიან გააუფასუროს.

4. ყველაფერი ერთ ოთახში

მოდას რომ ვერ დავეწევით, ალბათ ყველამ კარგად იცით. სულაც არ არის გასაკვირი, ადამიანები მოდური ინტერიერის შექმნას რომ ცდილობენ, თუმცა ფრთხილად იყავით, ზედმეტი არ მოგივიდეთ, ყველა მოდური აქსესუარი თუ დეტალი ერთ ოთახში ნამდვილად გადაჭარბებაა.

5. ზედმეტი კონტრასტი

კონტრასტი რომ კარგი და ეფექტურია, ეს უკვე გავიგეთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ზომიერების დაცვა, თორემ ბევრმა ფერმა და სტრუქტურამ შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

6. ზედმეტი სისადავე

მეორე უკიდურესობა ზედმეტი სისადავეა. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანები დიზაინერის გარეშე, დამოუკიდებლად აკეთებენ რემონტს, იმის შიშით, რომ არ გადააჭარბონ და უგემოვნო ინტერიერი არ გამოუვიდეთ, უპირატესობას სისადავეს ანიჭებენ. ზომიერი სისადავე ცუდი არ არის, მაგრამ მოსაწყენი ინტერიერი არ უნდა გამოვიდეს.

კომენტარის დამატება