2023 წლის ინტერიერის დიზაინი - მთავარი ტრენდები

ინტერიერისადმი მიდგომა, ფერთა შეხამება და მასალის შერჩევა - 2023 წლის ცხელ-ცხელი ტრენდები

ინტერიერის მოდაც ისე სწრაფად იცვლება, როგორც ფეშენ თუ ბიუთი ინდუსტრიაში, ყოველწლიურად თავს იჩენს ახალი ტენდენციები და ტრანსფორმაციას განიცდის ძველი. ამჯერად სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ანუ იმაზე, თუ რომელი ტენდენციები იქნება ყველაზე აქტუალური 2023 წელს.
დავიწყოთ იმით, რომ 2023 წელს მოდური იქნება ბუნებრიობა და იმავდროულად ფუნქციონალობა, მინიმალისტური იდეები, ზრუნვა ბუნებასა და საკუთარ თავზე.

მსუბუქი მინიმალიზმი




თანამედროვე დიზაინი მთლიანად მინიმალიზმის კონცეფციაზეა აგებული. უაზრო, გამოუსადეგარი ნივთებით ინტერიერის გადატვირთვა კიდევ აქტუალურია, თუმცა 2023
წელს თავს იჩენს მსუბუქი მინიმალიზმი. სიტყვა მინიმალიზმი ადრე სტერილურ გარემოსთან თუ ასოცირდებოდა, ცივსა და მკაცრ გარემოსთან, თანდათან ეს ცნება ტრანსფორმირდა და ახლა იგი სიმყუდროვისა და თანამედროვე ინტერიერის სიმბოლოდ იქცა. პირველ რიგში ეს ყველაფერი პალიტრასთან ასოცირდება, ადამიანები უპირატესობას თბილ, კრემისფერ ტონებს ანიჭებენ. ფერთა გამას ავსებს კომფორტული ფაქტურები, ხე, ტექსტილი, მცენარეები, ასევე მომრგვალებული ფორმები (საუბარია ავეჯზე). მინიმალისტური სტილი შესაძლოა იყოს საბაზისო და ივსებოდეს სხვადასხვა სტილით, მაგალითად: სკანდი, ბოხო, ქანთრი და ა.შ. ეს ინტერიერს ორიგინალურობას სძენს.

ჭკვიანი სახლი



თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ძნელია დაეწიო ყველა ინოვაციას. თუმცა ეს ტექნოლოგიები ნელ-ნელა უნდა შემოვუშვათ ჩვენს საცხოვრებელ სახლებში, რაც ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგვიმარტივებს.

ასევე აქტუალური გახდა ნებისმიერი სივრცის ბოლომდე ათვისება, ყოველი კუთხე-კუნჭული მაქსიმალურად ათვისებული და ფუნქციონალურად დატვირთულია.

უკან წარსულში



საინტერესო პარალელის გავლებაა შესაძლებელი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და ძველთან მიბრუნება. რეალურად ეს ორი ცნება საერთოდ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. რეტრო სტილი, ვინტაჟური ნივთები ჰარმონიულად ავსებს თანამედროვე ინტერიერს. განსაკუთრებით აქტუალური 70-იანი წლების სტილი. მას სახლში პოზიტივი და სიმყუდროვე შემოაქვს. ბებიის კომოდი, ტყავის დივანი და ა.შ, ძალიან ჰარმონიულად შეავსებს ნებისმიერ თანამედროვე სახლს.



მასალები

ზუსტად მინიმალიზმი მოითხოვს მონოლითურობასა და სიზუსტეს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ზედმეტი სიზუსტე ცოტა მოსაბეზრებელია, ამდენად დიზაინერები უპირატესობას სხვადასხვა დეტალს ანიჭებენ. სულ უფრო ხშირად იყენებენ ბუნებრივ ქვას, შეუღებავ ხეს და ა. შ.

აქტუალური გეომეტრიული ფიგურები, ოვალი, რგოლი, სამკუთხედი და ა.შ. ხელნაკეთი ნივთები.

მდგრადი დიზაინი

ეს ტერმინი გამოიყენება ეკონომიკაში, ახლა კი ვითარდება დიზაინში. მისთვის დამახასიათებელია ეკოლოგია და წარმოების ეთიკა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამა თუ იმ მასალის ხარისხს.

ინოვაცია



ეს ტრენდი მჭიდროდ არის დაკავშირებული წინა ტრენდზე. ეკონომიისკენ და ეკოლოგიისკენ სწრაფვა უბიძგებს დიზაინერებს ახალი მასალების ძიებისკენ. ამიტომაც ყოველ წელს თავს იჩენს ხოლმე ახალ-ახალი ნივთები.

მოდური ფერები


ნეიტრალური ბაზა მოდიდან არ გადადის და პოზიციების დათმობას არც ახალ, 2023 წელს აპირებს. პროექტებში ჭარბობს მონოქრომული სტილი და ვიზუალური უბრალოება. სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე აქტუალური საბაზისო ფერები კრემისფერი და ნაცრისფერია, ცოტა მოსწყენია. ირგვლივ ძალიან ბევრი თბილი და სადა ფერია, რომელიც აქტიურად შეიძლება იქნას გამოყენებული ინტერიერში, თუ არადა და ნაცრისფერი და კრემისფერი მარტივად შეიძლება გახალისდეს და გათბეს თბილი, ფუმფულა ხალიჩით ან პლედით ან და სხვა აქსესუარებით. აქტუალური იქნება ყავისფერი, წითელი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი. არაფერს ვამბობთ შავ-თეთრის კომბინაციაზე.


კიდევ ერთი აქტუალური ტრენდი ძვირფასი მასალების და ქვების ფერებია, ფერები ინტერიერს ელეგანტურობასა და დახვეწილ ელფერს სძენს.

კომენტარის დამატება