მოდური ნივთები, რომელთა ყიდვასაც ინტერიერის დიზაინერები არ გვირჩევენ

სახლისთვის სხვადასხვა ნივთის ყიდვა ყველა დიასახლისს ანიჭებს სიამოვნებას, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ წუთიერ გატაცებას გავყვებით ხოლმე და აბსოლუტურად უსარგებლო და უფუნქციო ნივთს შევიძენთ, რომელიც რეალურად არაფერში გვჭირდება. საინტერესოა ინტერიერის დიზაინერების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რისი ყიდვა არ ღირს სახლისთვის. 

აბსტრაქცია კედელზე

ხელოვნების ნიმუში სახლში ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის ტილო თქვენს პიროვნებას გამოხატავს, გეხმარებათ საკუთარი თავის წარმოჩენაში, არაფრისმთქმელი აბსტრაქტული ნახატების ქონას კი პროფესიონალები არ გვირჩევენ. საქმე ის არის, რომ ხასიათიდან გამომდინარე აბსტრაქტული ნახატი შეიძლება
აღიქვათ როგორც რაღაც გზავნილი ან უბრალოდ რაღაც ნათხაპნი.

სანათი სელფისთვის

მიუხედავად პრაქტიკულობისა, სელფის სანათს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დეკორის ელემენტი. პროფესიონალები აღიარებენ, რომ ეს 2-3 დღის გასართობია. როგორც წესი, ამ პერიოდის შემდეგ ეს "სათამაშო" მხოლოდ მტვრის ბუდე ხდება.

გადასაწევი სავარძელი

დიზაინერები ერთხმად აღიარებენ, რომ გადასაწევი სავარძლის ყიდვა ტყუილი ფულის ფლანგვაა. მაღაზიაში ის მოხერხებულად და სოლიდურად გამოიყურება, თუმცა რეალურად საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს და სანაცვლოდ ბევრს არაფერს გვთავაზობს.

მაგიდის ულტრათანამედროვე სანათი

როდესაც მსგავსი სანათის რეკლამას უშვებენ ტელევიზიით ან ინტერნეტ სივრცეში, არავინ ახსენებს იმას, რომ მსგავსი დეტალის ინტერიერისთვის მორგება არცთუ მარტივი საქმეა, ასეთი სანათი მხოლოდ ფუტურისტულ სტილს შეიძლება მოერგოს. ამიტომ, სანამ მსგავსი ნივთის ყიდვას გადაწყვეტთ, კარად დაფიქრდით, რამდენად მოუხდება თქვენს ინტერიერს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები