როგორ შევინახოთ ტანსაცმელი კარადის გარეშე

ოთახის მოწყობის დროს აუცილებლად დგება დღის წესრიგში ავეჯის შერჩევის საკითხი. თუ ოთახი დიდია, პრობლემაც არ არსებობს, ავეჯს თავისუფლად განათავსებთ, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, თუ მცირე ზომის ოთახი არ იძლევა იმის საშულებას, რომ გემრიელ, ტევად ტანსაცმლის კარადას მივუჩინიოთ თავისი ადგილი?
დიზაინერები გვამშვიდებენ, თურმე არსებობს საინტერესო რჩევები, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, სად მოვათავსოთ ტანსაცმელი ისე, რომ ლამაზადაც გამოიყურებოდეს და ოთახმაც არ დაკარგოს სიმყუდროვე.
ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ერთი რამის გათვალისწინება დაგჭირდებათ, მოგიწევთ ტანსაცმლის მუდმივად ლაგება ისე, რომ ესთეტიური მხარე ყოველთვის დაცული იყოს,

სამაგიეროდ მიიღებთ ლამაზ, მყუდრო და თანამედროვე თავისუფალ სივრცეს.
თუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ იქონიოთ ღია გარდერობი, ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, პირველ რიგში კედლები შეღებოთ ღია ფერებში, რომელთა ფონზე თქვენი ტანსაცმელი არ მიიქცევს დიდ ყურადღებას.


ღია გარდერობის მოწყობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მაგალითად, ალუმინის საკიდი ან ღია თაროები, ან ორივე ერთად. ალუმინის საკიდის, ღია თაროების და კომოდის შერწყმა კი ყველაზე პოპულარული და მოსახერხებელი ვარიანტია. თავისუფლად შეძლებთ თეთრეული მოათავსოთ კომოდში, ტანსაცმელი დაკიდოთ საკიდზე და თაროებზე განათავსოთ ყუთებში ჩალაგებული ფეხსაცმელი. ყველაფერი გექნებათ ხელთ და არც საერთო ინტერიერი დაირღვევა.

 

თუ მაინცდამაინც გინდათ, რომ თქვენი ღია გარდერობი თვალს მოფარებული იყოს, შეგიძლიათ ისარგებლოთ ფარდით და გარდერობი ფარდის უკან განათავსოთ.


შესაძლებელია ალუმინის საკიდის დამონტაჟება კედელზე გრძივად და ორ რიგად. ან გავაკეთოთ ტანსაცმლის საკიდი, სადაც თავისუფლად დაკიდებთ ბლუზებს, ქვედაბოლოებს, შარვლებს, ქვემოთ კი დაალაგოთ ფეხსაცმელები.


ასეთი საკიდის გაკეთება განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ შემთხვევაში, თუ ოთახში გაქვთ ნიშა. სწორედ ამ ნიშაში გირჩევთ განათავსოთ თქვენი გარდერობი.

კომენტარები

gvanca 2016-10-02 13:49
tu SheiZleba rom isic mirchiot sad viyidi amas tbilisshi da ra fasad?

კომენტარის დამატება