რუმინული ავეჯის ძველებური ხიბლი და 5 მთავარი ღირსება

რუმინული ავეჯის ღირსება საქართველოში ბევრი დამფასებელი ჰყავს. ერთ დროს ეს ავეჯი ოჯახის კეთიდლღეობისა და პრესტიჟის გამომხატველი იყო. საბჭოთა მოქალაქეები ამ გარნიტურებში საბაზრო ფასზე თითქმის ორჯერ მეტს იხდიდნენ, რათა ამ დეფიციტურ ავეჯს მათი საცხოვრებელი დაემშვენებინა. 

ძალიან ბევრ ოჯახში ეს ავეჯი დღესაც ახალივით გამოიყურება და დანიშნულებასაც შესანიშნავად ასრულებს. ასეთი პოპულარობა რუმინულ ავეჯს მისმა ხარისხმა, დახვეწილმა იერმა და გამძლეობამ მოუტანა.

660
რუმინულ ავეჯს სინამდვილეში რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს. იყო დრო, როცა მისი ფლობის საშუალება მხოლოდ განსაკუთრებით მდიდარ ფენას ჰქონდა. რუმინული გარნიტურები მეფეთა და დიდგვაროვანთა სავანეებს

ამშვენებდა.
დღემდე რუმინული ავეჯი მთელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხით არის ცნობილი. მდიდრულადაც გამოყურება, ელიტური და ძვირფასია. ეს ავეჯი კლასიკური სტილისაა და ყოველთვის მოდაშია.


რუმინული ავეჯი ძვირფასი ხის მასალისგან მზადდება - მუხისგან, კაკლისგან, წიფლისგან, იფნისგან (კოპიტი), ბლისა და ნეკერჩხლის ხეებისგან.
ხის მორებს დახერხვის შემდეგ წლობით აშრობენ სპეციალური ტექნოლოგიით, რათა ავეჯს განუმეორებელი სიმტკიცე მიენიჭოს. ასეთი ავეჯი ათეულობით წელი ძლებს და მაინც ახალივით გამოიყურება. ზოგიერთში კი, როგორც ამბობენ, ტყვიაც არ ატანს.


ნებისმიერი რუმინული გარნიტური თავისთავად უკვე ხელოვნების ნიმუშია. დახვეწილად მომრგვალებული ფორმები, უნატიფესი ჩუქურთმები, უზადოდ სწორი ზედაპირი მნახველს გულგრილს არასდროს ტოვებს.


ამ გარნიტურებს საშვილიშვილოდ იძენდნენ და მემკვიდრეებს უტოვებდნენ.


5 თვისება, რის გამოც ფასობს რუმინული ავეჯი
1. ხანგრძლივი მოხმარების ვადა
2. ყველაზე უმცირესი დეტალებიც კი დიდი ოსტატობით არის დამუშავებული
3. ბევრი დეტალი ხელით მუშავდება
4. დახვეწილი, მდიდრული დიზაინი
5. ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა.


სიმტკიცე ამ ავეჯის სავიზიტო ბარათია. ხის დეტალები სპეციალური ნივთიერებით მუშავდება. დამზადების ტექნიკა კი ტექნოლოგიური საიდუმლოა, რომელიც უკვე 3 საუკუნეა თაობiიდან თაობას გადაეცემა. ხელით ნაკეთი ელემენტები ავეჯს დიდებულ იერს ანიჭებენ. გარნიტურის ყველა ნაწილი უმცირეს დეტალამდეა გათვლილი...


რაღა ბევრი გავარგრძელოთ - არც ისე ისე შორეულ წარსულში ბევრი ქალი გათხოვილა იმის ეშხით, რომ ქმრის ოჯახში "რენესანსის" ან "ლუდოვიკოს" გარნიტური ეგულებოდა. მშობლებიც ღირსეულ ვალს იხდიდნენ რუმინული გარნიტურის შვილებისთვის შეძენით...


დიახ, რუმინული ავეჯი ის ქონება იყო, რომელსაც მატერიალურის გარდა დიდი განცდებიც უკავშირდებოდა... იქნებ ზედმეტადაც მოგეჩვენოთ ასეთი გატაცება, თუმცა შეუძლებელია ამ სილამაზემ არ მოგხიბლოთ.

 

კომენტარები

ია 2023-12-06 19:23
მომწერეთ მისამართი
თამარი 2021-05-17 21:09
შეუდარებელია რუმინული ავეჯის ხარისხი და დახბეწილობა
რამაზ ბექაია 2020-09-20 16:00
საკონტაქტო ნომერი მომწერეთ
დავით 2020-07-14 21:57
საათი რომ არის იმ გორკას ფასი
ლია 2020-06-08 19:23
თქვენი მისამართი მომწერეთ თუ შეიძლება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები